logo_geo
პაატა გულიაშვილი: 82 წლის ადამიანია, ამხელა ეპოქა შექმნა, რა დაიხვიეს ახლა
- +

17 აპრილი. 2021. 19:41

 

 

ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო დირექტორ რობერტ სტურუას კრიტიკაზე უკმაყოფილება მსახიობ გოგა ბარბაქაძის გარდა, პაატა გულიაშვილმაც გამოთქვა.

 

„82 წლის ადამიანია. ამხელა ეპოქა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. რა უნდათ უბრალოდ ვერ ვხვდები. რას იხვევენ. მოგვივარდნენ აქ რეპეტიციაზე. როცა რაღაცა მშვენივრად მიდის არის ერთი ამბავი. რა დაიხვიეს ახლა. სანამ სამართლებრივად არ გადაწყდება, სხვას ვერაფერს ვერ იზამს“, – თქვა პაატა გულიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური ყველა როლიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც ულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.

 

 

big_banner
არქივი