logo_geo
ირაკლი ზარქუა: სალომე სამადაშვილმა თავისი პარტიის მხრიდან ბულინგის მიუხედავად, ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღო
- +

20 აპრილი. 2021. 02:05

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

 

„მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა და პოლიტიკური გემოვნებისა, მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს! რადგან, მიუხედავად თავისი პარტიის მხრიდან ბულინგისა, მან შეძლო ცივი გონებით და ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიეღო! ეს ნამდვილად დასაფასებელია და აღნიშვნის ღირსია!“ - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი