logo_geo
ქეთი დოლიძე: გემშვიდობები, ჩემო მეგობარო, ჩემო ირაკლი...
- +

20 აპრილი. 2021. 14:46

 

 

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ირაკლი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„ვემშვიდობები ჩემს ირაკლის, ჩემს მეგობარს, უკეთილეს, უნიჭიერეს ბიჭს!

 

ის ჩემთვის ბიჭად დარჩება, თავისი საოცარი იუმორით, ხმით, ნიჭით!

 

ლაშა თაბუკაშვილის „ძველ ვალსს“ რომ ვიღებდი, ჩემი არჩევანი ყველას გაუკვირდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ირაკლი ზუსტად გამოხატავდა მისი თაობის სატკივარს, ამიტომ ამოვუყენე გვერდით უახლოესი მეგობარი გიო ხუციშვილი.

 

მთელი სამეგობროც გადავიღე ორ ეპიზოდში, სადაც მათი საოცარი სიმღერით დატკბა მაყურებელი.

 

საოცრად მწყდება გული, რომ ირაკლიმ მისი მართლაც უზადო ნიჭი ბოლომდე არ გამოიყენა. მეგობრების სიყვარულში დახარჯა და გაანელა...

 

როგორი უსამართლობაა, რომ ამას მოესწრო მამამისი, ბრწყინვალე პოეტი ტარიელ ჭანტურია....

 

გემშვიდობები, ჩემო მეგობარო, ჩემო ირაკლი...

 

რა ვთქვა...“ -  წერს ქეთი დოლიძე.

 

 

big_banner
არქივი