logo_geo
ზვიად კირტავა: მასობრივი ვაქცინაცია - პანდემიის სწრაფად დასრულების ერთადერთი ეფექტური გზა!
- +

23 აპრილი. 2021. 02:34

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მასობრივი ვაქცინაცია პანდემიის სწრაფად დასრულების ერთადერთი ეფექტური გზაა.

 

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ორმაგად შეასრულა თავისი დანაპირები მასობრივი ვაქცინაციის კუთხით - 100 დღეში დაპირებული 100 მილიონი ვაქცინაციის ნაცვლად უკვე 200 მილიონი ვაქცინირებულია 96 დღეში!

შედეგიც სახეზეა: ვაქცინაციის დაწყებამდე წინა 4-თვიან პერიოდში აშშ-ში 11 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

ხოლო ამჟამად ანალოგიურ პერიოდში (თანაც მასლობრივი ვაქცინაცია მხოლოდ 3 თვეა მიმდინარეობს) უკვე ვაქცინირებული 84 მილიონი ამერიკელიდან მხოლოდ 6,000 ინფიცირება დაფიქსირდა, რაც 0.007%-ია!

100%-ით დამცველი ვაქცინა არ არსებობს, თუმცა, იმ 0.007% -შიც კი, როცა ინფექცია განვითარდა, მძიმე შემთხვევები პრაქტიკულად არ გვხვდება. და 100,000-ზე ინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევა, ნაცვლად ადრე დაფიქსირებული 3,400 შემთხვევისა - ფანტასტიური შედეგია!

- მასობრივი ვაქცინაცია - პანდემიის სწრაფად დასრულების ერთადერთი ეფექტური გზა!“, - წერს კირტავა.

big_banner
არქივი