logo_geo
გიორგი პავლიაშვილი: ადამიანებმაც დაკარგეს თავმოყვარეობა და ყველაფერს ფარდა ახადეს
- +

24 აპრილი. 2021. 20:31

 

რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანებმა თავმოყვარეობა დაკარგეს.

 

დააკვირდით გარშემო როგორ ცდილობენ ყველა ფასეულობის გაუფასურებას, როგორ არიან ამაში ჩართულები „საამაყო” ტელევიზიები და მედია.

 

ადამიანებმაც დაკარგეს თავმოყვარეობა და ყველაფერს ფარდა ახადეს, მარტო იმიტომ რომ მათზე ისაუბრონ და „წილიანი” პოპულარობა მოიპოვონ… თანამედროვეობა გვასწავლის რომ “აღარაფერია სირცხვილი” და როგორც მინდა ისე მოვიქცევი და ეს ჰგონიათ თავისუფლება? დრო გავა და ყველა ეს ადამიანი მიხვდება რომ ეს ყველაფერი ქარის წისქვილებთან ომია და ამით საკუთარ სულს ანგრევენ.

 

სულს და სახელს სჭირდება გაფრთხილება!!! უარი ვთქვი ერთ-ერთი ტოტალიზატორის რეკლამის გაკეთებაზე 2014 წელს და ისეთ თანხაზე ვთქვი უარი – დღემდე არავის რომ გადაუხდია მსგავსი ჰონორარი. კარგია ფულიც და რა ჯობია ასეთი მარტივი გზით გაკეთებულ თანხას მაგრამ მე ვერ დავდგები იმ მხარეს სადაც თაობა დაიკარგა!

 

ბოლოს ვიტყვი რომ არც მე ვარ ანგელოზი, უამრავი ცოდვა მაწევს მხრებზე და სხვაზე რა ვთქვა თვითონ გამოსასწორებელი ვარ, მაგრამ მე ვცდილობ რომ ვიყო უკეთესი და შევცვალო გარემო უკეთესობისკენ!!!

 

მიყვარხართ და მადლობა რომ მისმენთ…”,-წერს მასტერი.

big_banner
არქივი