logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: მოსაზრება, რომ ვაქცინა უნაყოფობას იწვევს, არ შეესაბამება სიმართლეს
- +

25 აპრილი. 2021. 00:08

 

“მოსაზრება, რომ კოვიდვაქცინები არის ექსპერიმენტული და ადამიანები, ვინც აიცრნენ ან აპირებენ ვაქცინაციას, ექსპერიმენტის ნაწილი არიან, არის მტკნარი სიცრუე„ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, ასევე, მოსაზრება, რომ ვაქცინა უნაყოფობას იწვევს, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

„სინამდვილეში, კოვიდვაქცინები, რომლებიც, მათ შორის საქართველოში ამ ეტაპზე გამოიყენება [ფაიზერი, ასტრაზენეკა] დამტკიცებულია და ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა მარეგულირებლების მიერ.

 

მოსაზრება, რომ ვაქცინა უნაყოფობას იწვევს, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

იხილეთ ამონარიდი ასტრაზენეკას ოფიციალური ანოტაციიდან, რომლის ლინკსაც აქვე დავურთავ

 

“Fertility: Preliminary animal studies do not indicate direct or indirect harmful effects with respect to fertility“, – წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.

right_banner big_banner
არქივი