logo_geo
დავით ზალკალიანი: საქართველო მხარს უჭერს ინდოეთს COVID-19-ის პანდემიასთან უთანასწორო ბრძოლაში
- +

26 აპრილი. 2021. 02:20

 

 

დავით ზალკალიანი ინდოეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა

 

„საქართველო სოლიდარულია და მხარს უჭერს ინდოეთს COVID-19-ის პანდემიასთან ამ უთანასწორო ბრძოლაში. მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ინდოელი ხალხისა და მთავრობის მიმართ“, - წერს ზალკალიანი.

 

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს 25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 349,681 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2,767 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადის დეფიციტია, ბევრი კლინიკა გადავსებულია და პაციენტებს ვეღარ იღებს.

 

 

right_banner big_banner
არქივი