logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: რად გინდათ ეს მიბაძვა - იყავით ის, ვინც ხართ: გაიდეთ მხარზე თოხი, ან სარი...
- +

27 აპრილი. 2021. 02:23

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„არიან ადამიანები, ვისაც "აჯაჯული" ჩაცმა უხდება.

აი, უხდება და შენც ხვდები, რომ სხვანაირად ჩაცმული სასაცილო სანახავი იქნება, რადგან ამ ადამიანებისთვის ძალიან ბუნებრივია "აჯაჯვა", გემოვნებით "აჯაჯვა".

მაგრამ ძალიან სასაცილოა ადამიანი, ვისაც არც გარეგნობა, არც ფიზიკური მონაცემები და არც შინაგანი სამყარო ხელს არ უწყობს და სხვისი მიბაძვით იწყებს "აჯაჯვას". უგემოვნოდ "აჯაჯვას".

სულ ვფიქრობ, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს, სხვისი მიბაძვით სცადოს ე.წ. ბომონდში გარევა?!

გაიხედავ და მოდის გემოვნებით "აჯაჯული" ბიჭი ან გოგო და ხედავ კი არა, თითქოს გრძნობ, რომ ეს მისია, ბუნებრივია, ცოცხალია! გვერდით კი მოჰყვებიან ასევე "აჯაჯული", ოღონდ თუთიყუშები და ცდილობენ იმ პირველს მიბაძონ მანერებშიც კი, მაგრამ იმდენად სასაცილოები არიან, თუთიყუში მათთან შედარებით ჰერცოგის თუ არა, გრაფის შთამომავალი მაინც გეგონება.

ჯერ თქვენი ბომონდი რა ვთქვი და მერე თქვენი "აჯაჯული" მარშრუტები!

რად გინდათ ეს მიბაძვა, - იყავით ის, ვინც ხართ: გაიდეთ მხარზე თოხი, ან სარი... გათალეთ, და ლობიოს შეუყენეთ!“,  -წერს მძინარაშვილი.

right_banner big_banner
არქივი