logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: წამით დავფიქრდეთ, შევიგრძნოთ განუმეორებელი ვნების კვირის სიმშვიდე და სიდიადე...
- +

27 აპრილი. 2021. 02:42

 

„შევიგრძნოთ განუმეორებელი ვნების კვირის სიმშვიდე და სიდიადე, მძიმე ფიქრები პოზიტივით შევცვალოთ“, - წერს ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

„ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა ვნების კვირა და დღესაც ეს განწყობა მაქვს. მთელი წელი მოუთენლად ველოდები, ხეები, ბაღ-ვენახები, მინდვრები სიმწვანეშია, ნაირფერი ყვავილებითაა მორთული საქართველო, დილით ისმის ფრინველთა გალობა. პანდემიის მიუხედავად ეს განწყობა არ იცვლება...

წამით დავფიქრდეთ, შევიგრძნოთ განუმეორებელი ვნების კვირის სიმშვიდე და სიდიადე, მძიმე ფიქრები პოზიტივით შევცვალოთ“, - წერს ვარდოსანიძე.

big_banner
არქივი