logo_geo
შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

28 აპრილი. 2021. 13:37

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, პროცესი მსუბუქად მიმდინარეობს და სახლში იმყოფება.

 

„ძვირფასო მეგობრებო, დამიდგინდა კოვიდი. პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან. ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.

big_banner
არქივი