მსახიობი ბესო ზანგური სიზმრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ამ აღდგომას, ვფიცავ ღმერთს, თუ სიტყვას ვამატებდე…სოფელში ბებიას და ბაბუას საფლავი რომ გავასუფთავეთ, გამოსვლისას მამამ მიმანიშნა ერთ საფლავზე, წელს ვერ ჩამოდიან და მიდი, გაასუფთავეო..
უსიტყვოდ მივედი, ვთხოვე - ელექტროცელი ჰქონდა ვიღაცას, ბურდებს ჭრიდა და მოდი რა, დიდი ბალახია, დამეხმარე-მეთქი.. მოკლედ, გავაპრიალეთ სასაფლაო მოხუცი ცოლ-ქმრის.
წეღან ვხედავ სიზმარში, წყაროსთან თავის სახლის წინ ზის ეს კაცი შალიკო, სხვათაშორის მეორე მსოფლიო ომის გმირი. ჩავუარე და ქრისტე აღსდგაო, მითხრა… სიზმარში ვხვდები, რომ რაღაც ხდება და სიზმარში ვარ-მეთქი, ვეუბნები შალიკო ბაბუას… კიო, იცინის, მაგრამ აბა, ცხადში ხომ არ გეტყოდი მადლობას სასაფლაოს გასუფთავებისთვისო…
დენდარტყმულივით წამოვხტი და დავწერე აქ…. იქ თეატრიც არის, ოპერაც, ქარხანაც, ცხოვრებაც და ჩ ვ ე ნ თ ა ნ ა რ ს ღ მ ე რ თ ი“, – წერს ზანგური.