logo_geo
ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს
- +

10 მაისი. 2021. 14:51

 

 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ საფრთხის შესახებ წერს,  რასაც ხილით და ბოსტნეულით ადამიანის მოწამვლა ჰქვია. მისი

ინფორმაციით, ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, პროდუქტი გამდინარე წყალში კარგად გაირეცხოს.

 

„ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით.

 

ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა „მოწამლა“. ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით „მოწამვლის“ შემთხვევებიც.

 

მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეულის საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტიურად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია“, - წერს მაია ბუწაშვილი.

big_banner
არქივი