logo_geo
ბაია პატარაია: ერთი ესაა პოლიტმატიმარი და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი
- +

19 მაისი. 2021. 10:33

 

 

გუშინ 18 მაისს პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეს აგინა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმაურება.

 

უფლებადამცველი ამბობს, რომ პოლიტიკოსების მიერ გოგი წულაიასთვის პოლიტპატიმრის წოდება „სახის დაკარგვაა”.

 

„ერთი ესაა პოლიტმატიმარი და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი. ნუ აკნინებთ „პოლიტპატიმრის“ სტატუსს, პოლიტიკოსებო. არ შეიძლება ყველა სიტყვის გამოშიგვნა, და თქვენვე გაზიანებთ, სექსუალურ მოძალადეს რომ იცავთ. სახეს ნუ დაკარგავთ, პოლიტიკოსები, თორემ წულაიას აღარაფერი აქვს დასაკარგი და საშინლად აწყობს ეგ სტატუსი“, – წერს ბაია პატარაია.

 

 

big_banner
არქივი