logo_geo
მაია კახიძე: უნიჭიერესი ალექსანდრე ელერდაშვილი შეუერთდა ზეციურ საქართველოს...
- +

23 მაისი. 2021. 17:17

 

 

მთარგმნელის, მკვლევარისა და ლექსიკოგრაფის ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალებას პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„აფორიაქებულმა, ეს ფოტო ვიპოვე სიჩქარეში...

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ჩემი დიდი გულისტკივილის თქმას ვჩქარობ... ჩემი ბავშვობა დიდობაში ფრთებს მატეხს და ეს ძალიან მტკივნეულია...

 

კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი დავკარგე, 50 წელი ხუმრობაა?! გული როგორ მტკივა... მიდიან და მიდიან...

 

სამწუხაროდ, უნიჭიერესი ალექსანდრე ელერდაშვილი, ჩემთვის საშა, საშიკოც შეუერთდა ზეციურ საქართველოს...

 

სპარსული ენის უბადლო სპეციალისტი, მთარგმნელი, რედაქტორი, მისი შედგენილი ლექსიკონები ხომ ნამდვილი საგანძურია, გამოცემული წიგნები, ერთ-ერთში ჩემი ლექსიც დაიბეჭდა. ადრეულ წლებში კი მის გაზეთ „„ფანტაზიაში“ და „პილიგრიმში“ ჩემი ბევრი სტატია გამოქვეყნდა, საშა ჩემი პირველი კრებულის „ფიქრიმაიების“ რედაქტორიც იყო. სხვათა შორის, სულ უნდოდა, რომელიმე საღამო ერთად წაგვეყვანა და არ დაგვცალდა. უკიდეგანოდ განათლებული ადამიანი იყო. რა ძნელია ახლა ჩემთვის წარსულ დროში წერა, მაგრამ რა ვქნა, უთქმელობაც მომკლავს...

 

არადა, დღეს მთარგმნელობითი სამუშაოთი და წიგნების გამოცემით ცნობილი ალექსანდრე ელერდაშვილი, ოდესღაც მსახიობობაზე ოცნებობდა. კი, იმ ლამაზ გოგო-ბიჭობაში ერთად რამდენჯერ ვმდგარვართ სცენაზე და რეჟისორი, ბატონი ანზორ გვაძაბია რომ გაიგებს საშას ამბავს, ვიცი, ძალიან იდარდებს...

 

საშა, რამდენი მაქვს დასაწერი და სათქმელი, იცი, ეს შენ. ძალიან მატკინე გული შენი წასვლით. ჯერ რა დროს სიკვდილი იყო, რამდენი გქონდა ნაფიქრი და საკეთებლი.

 

ვუსამძიმებ შენს შესანიშნავ მეუღლეს, ნატას, რომელიც ყველაფერში გვერდით გედგა, შენს საუცხოო შვილებს და შვილიშვილებს, მეგობრებს, ახლობლებს და თბილისს ვუსამძიმრებ! მე ხომ ვიცი, როგორ გიყვარდა აქაურობა?!

 

ნათელი დაგადგეს, ჩემო ძვირფასო, ძალიან მენანები და გული მეგლიჯება. რამდენჯერ დაეხსენი ავადობას და მაინც წახვედი...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი