logo_geo
ნატო დუმბაძე: თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო!
- +

24 მაისი. 2021. 17:34

 

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ჯაფარიძემ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს „სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები“ უწოდა და მწვავედ გააკრიტიკა.

 

როგორც ნატო დუმბაძე წერს, სამშობლოს, რომ დაცვა დასჭირდეს, ჯაფარიძე მამაოებთნ ერთად დაიმალება.

 

 

„ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე - სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ.

 

ნუ თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო და ბოდიში! ასე ღრმად არ ვარ ჩახედული ნამახვანის ამბებში, თუმცა, ესენი რომ ვინმეს ფაშისტებს უწოდებენ, სულ მცირე, გადახედონ, რომელ წლებში აქვთ „ნამოღვაწარი“ თვითონ!

 

ჰო, კიდევ „მამაოებად“ კურთხევა არ დაავიწყდეთ და კურთხეულებს უქადაგონ!

 

სამშობლოს დაცვა რომ დასჭირდეს, პირველი დაიმალებით თქვენს „მრევლთან“ ერთად!

 

შეიძლება მეც დავინახე და გამიკვირდა კიდევაც ვიღაცეების იქ ყოფნა, მაგრამ თქვენნაირებს იქ მდგომი „ფაშისტები“ მირჩევნია!

 

ისე ნეტა წითელ-მწვანე რომელია?“- წერს ნატო დუმბაძე.

 

 

big_banner
არქივი