logo_geo
ხათუნა ხოფერია: ვარლამი რომ არ ყოფილიყო, ვის მოიგონებდით? ვის გასვრიდით?
- +

25 მაისი. 2021. 14:48

 

 

ყოფილი პარლამენტარი, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მცირე კომენტარს ურთავს.

 

„ეს არის ჩემი პოზიცია ნამოხვანჰესთან მიმართებაში!

 

დანარჩენი, რასაც აქ კადრულობენ, იგონებენ, მკითხაობენ და აბრალებენ „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ, ჩემთვის არის ბლა-ბლა და სრული სიბეცე…

 

ისე, აღლუმს შარლ მიშელი იბარებს თუ დეგნანი? რუსთაველზე გაშლილი კარვები ვისი დაფინანსებულია? ნარკოტიკის ლეგალიზაციას როდის მიიღებს პარლამენტი? რურუა როგორ გრძნობს თავს პოლიტპატიმრის ამპლუაში? მელია მშვიდობიანად შევა პარლამენტში თუ ისევ შტურმით ეცდება სახელმწიფოს დამხობას? და სხვა მრავალი უბედურებით რომ დავინტერესდეთ, უკეთესი იქნება!

 

თუ, ვარლამ გოლეთიანია ამ ქვეყნის ერთადერთი საფრთხე?

 

ვარლამი რომ არ ყოფილიყო, ვის მოიგონებდით?

 

ვის გასვრიდით?“ – წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი