logo_geo
რუსუდან მუმლაძე: თავად იმალება და სხვებს „აყეფებს“
- +

25 მაისი. 2021. 15:44

 

 

მომღერალი რუსუდან მუმლაძე, რომელიც მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის ახლანდელი ცოლია, გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემდეგ მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

 

მან ცოტა ხნის წინ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის გაამხნევეს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იმავე პოსტში კი აღნიშნა, რომ მის მიმართ, ტროლების მიერ, მიზანმიმართული შეტევა ხორციელდებოდა.

 

„მოკლედ, ჩემი კედელი დავხურე!

 

თუმცა, პირად შეტყობინებაში მწერს უამრავი ადამიანი. მამხნევებენ, სიმპათიას გამოხატავენ, უამრავი დადებითი შეფასება მოვისმინე, როგორც მუსიკოსმა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი არჩევს შავს და თეთრს! ნიჭიერს და უნიჭოს! მახინჯს და ლამაზს! ბოროტს და კეთილს! ყალბს და ნაღდს! არაფერი რომ არ იმალება...

 

ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ხალხმა ყველაფერი იცის, ვინ ვინ არის! წარსულით, ბინძურად ნაკეთები საქმეებით და ურთიერთობებით, პირადი „გრეხები“ -ც კი! რაც მეგონა მარტო კულუარულმა წრემ იცოდა... ცინიზმი და სნობიზმი, ყოველთვის საჯაროდ ჩანდა!

 

ჩემი „ფარულ კონვერტში“ გამოსვლის შემდეგ კი „დაჩაგრულის მანტია“ მოისხა მავანმა! რა საოცარია, არა?!

 

რაც არ უნდა მლანძღონ, უნიჭო და მახინჯი მეძახონ, არ ავღელდები, რადგან სიყალბე, ტყუილი, ორმაგი თამაშები, ზურგს უკან სიბინძურეების კეთება, ადამიანების ძირის თხრა, დაჩაგვრა, ცინიზმი, ჩემგან შორსაა. დიახ! აი ეს არის ჩემთვის მთავარი! დიახ! ზუსტად ამიტომაც აღმოჩნდა ზურა ჩემს გვერდზე! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

 

ვაზელინით გაპოხილი, ნაძალადევი და შეკვეთილ-ნამათხოვრები პოსტები და კომენტარები კი მძულს, ზუსტად ამიტომ დავხურე კედელი!

 

ყოველგვარი თხოვნის და შეკვეთების გარეშე, სრულიად უცხო ადამიანების გულწრფელი სიტყვები და შეფასებები მირჩევნია! ნაცნობ-მეგობრები ისედაც კარგად მიცნობენ!

 

უამრავი ადამიანი დავიმეგობრე ფეისბუქზე! უყურადღებოდ არავის ვტოვებ, ყველას ვიმატებ. უკვე ლიმიტიც მეწურება „იმისიანებს“ და „იმისიან“ ტროლ-ბოტებს კი დაგბლოკავთ! რომლებიც ერთ დღით შექმნილი გვერდებიდან შემოდიხართ... უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამხელა სითბო და პოზიტივი გამოუშვით ჩემკენ! მადლობა!“ - წერს მუმლაძე.

 

ახლახან კი მუმლაძემ კვლავ განაცხადა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ტროლებმა შეტევა შეწყვიტეს.

 

„რაც ბოლო პოსტი გამოვაქვეყნე, მას შემდეგ არც ერთი უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კომენტარით აღარ შემოსულან „ფეიკ“ გვერდებიდან და ა.შ. დასკვნა მარტივია! ამ ყველაფრის უკან ვინ დგას... ვინც პოსტში თავი ამოიცნო! თავად იმალება და სხვებს „აყეფებს“! “ - წერს მუმლაძე.

 

big_banner
არქივი