logo_geo
ირაკლი ტაბლიაშვილი: ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები... ესაა რუსული გზა!
- +

25 მაისი. 2021. 19:35

 

 

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი  ირაკლი ტაბლიაშვილი „რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გოლეთიანმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ ის და მისი მხარდამჭერები ხეობაში დაბრუნდებიან, რათა ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეუშალონ.

 

ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის ბლოკირებას ორივე მხრიდან გეგმავენ.

 

„ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები... და ამას უწოდებენ კანონის აღსრულებას ხალხის მხრიდან. აი, ესაა რუსული გზა!..

 

ხვალ, თავისი სასამართლო შექმნას და ორივე მხრიდან ჩაკეტილ რიონის ხეობაში მოხვედრილი ოპონენტები სიკვდილით დასაჯოს!.. ბარემ,“ - წერს ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში.

big_banner
არქივი