logo_geo
ნანა აკობიძე: ეს ულამაზესი ჰამაკები მარის ნახელავია...
- +

26 მაისი. 2021. 14:43

 

ჟურნალისტი ნანა აკობიძე ჰამაკების მქსოველ მარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მარი ლამაზი გოგოა. ჩუმათელეთამდე, რიკოთზე დგას და ჰამაკებს ყიდის.  ახალ გზას გადმოჰყვა, სადაც სულ „ან ცხელა, ან ცივა“ -  ადრე სადაც იდგა, იქ სჯობდა, სახლთან ახლოს, მაგრამ ახლა მოძრაობა აქაა.  ჰამაკების ქსოვა დეიდამ ასწავლა. ორმაგი ყაისნაღით ქსოვას ერთი წელი სწავლობდა - ეს ულამაზესი ჰამაკები მისი ნახელავია.

 

ახლა შეფუთვაც ისწავლეს: მშვენიერი საჩუქარია ფერადი ჰამაკი.

 

როგორც შროშა არ ივარგებს თიხის გარეშე, ისე - ხაშური ჰამაკის გარეშე.

 

დიდ ჰიპერმარკეტებში ყიდვას, ვიყიდოთ აქ: ისინი არც შეგვიმჩნევენ,  მარი და ხაშურელი მეჰამაკეები კი იხეირებენ და გადაარჩენენ ამ ფერად, ძირძველ ტრადიციას“, - წერს ნანა აკობიძე.

 

big_banner
არქივი