ჟურნალისტი ნანა აკობიძე ჰამაკების მქსოველ მარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მარი ლამაზი გოგოა. ჩუმათელეთამდე, რიკოთზე დგას და ჰამაკებს ყიდის. ახალ გზას გადმოჰყვა, სადაც სულ „ან ცხელა, ან ცივა“ - ადრე სადაც იდგა, იქ სჯობდა, სახლთან ახლოს, მაგრამ ახლა მოძრაობა აქაა. ჰამაკების ქსოვა დეიდამ ასწავლა. ორმაგი ყაისნაღით ქსოვას ერთი წელი სწავლობდა - ეს ულამაზესი ჰამაკები მისი ნახელავია.
ახლა შეფუთვაც ისწავლეს: მშვენიერი საჩუქარია ფერადი ჰამაკი.
როგორც შროშა არ ივარგებს თიხის გარეშე, ისე - ხაშური ჰამაკის გარეშე.
დიდ ჰიპერმარკეტებში ყიდვას, ვიყიდოთ აქ: ისინი არც შეგვიმჩნევენ, მარი და ხაშურელი მეჰამაკეები კი იხეირებენ და გადაარჩენენ ამ ფერად, ძირძველ ტრადიციას“, - წერს ნანა აკობიძე.