logo_geo
მაია კახიძე: უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი...
- +

27 მაისი. 2021. 15:53

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე, მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„ღმერთო! რა ძალიან დასანანია... მარინა ჯანაშიაც გაგვიფრინდა...

 

შეუდარებელი მსახიობი, არაჩვეულებრივი ადამიანი, დედა, მეუღლე, ბებია, თბილისელი, საოცრად თბილი და მუდამ ღიმილიანი... ონკოლოგია დაძლია, სცენაზეც დაბრუნდა და აი, დღეს ასეთი თავზარდამცემი ამბავი... სამწუხაროდ, უსაყვარლესი ქალბატონი, მარინა ჯანაშიაც ზეციურ საქართველოს შეუერთდა...

 

პირადად მე ბოლოს რუსთაველის თეატრში ვნახე. ყოჩაღად იყო და ნეტავ კი, როგორ გამიხარდა.

 

დაგვიტოვა საუცხოო კინო, ტელე, რადიო და სცენაზე გაცოცხლებული როლები, ახლა მისი გამორჩეული ხმა?!

 

ეეჰ, რა დასანანია...

 

თანავუგრძნობთ ქალბატონი მარინას მეუღლეს, ბატონ თემურ გოცაძეს, შვილებს, შვილიშვილებს, კოლეგებს, ახლობლებს... მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრებს, სადაც ის მრავალი წელი მუშაობდა, თეატრის მოღვაწეთა კავშირს და თბილისს ვუსამძიმრებ, რადგან ქალბატონი მარინას გულიანი ღიმილი ნამდვილად დააკლდება აქაურობას...

 

უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

big_banner
არქივი