logo_geo
ზვიად კირტავა: მნიშვნელოვანია, რომ ინდური ვარიანტის მიმართ „პფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ეფექტურობა ახლახანს დადასტურდა
- +

28 მაისი. 2021. 01:34

 

 

„რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო. ინდური ვარიანტი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია უკვე დაფიქსირებული“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ბრიტანეთში მას თებერვლის შემდეგ ჯერაც არ მიუღწევია დომინანტობისთვის, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელება დაჩქარდა.

საქართველოში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, თუმცა საჭიროა ვაკონტროლოთ მისი გავრცელება (სხვათა შორის სექვენირებაზე უფრო ადვილი მეთოდები იქნა შესწავლილი) და შეზღუდვების მოხსნის ტემპებისას გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია, რომ ინდური ვარიანტის მიმართ პფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინების ეფექტურობა ახლახანს დადასტურდა“, - წერს კირტავა.

 

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები 27 მაისს გამოვლინდა.

 

 

 

big_banner
არქივი