logo_geo
გიორგი ფხაკაძე: გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა!
- +

3 ივნისი. 2021. 19:05

 

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „სინოვაკის“ კვლევასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„საკმაოდ საიმედო კვლევა „სინოვაკის“ შესახებ. გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა და გვაჩვენა, რომ „სინოვაკის“ 2 დოზის მიღების დროს: კოვიდ-სიკვდილიანობა 95% -ით არის დაწეული;

 

კოვიდით რეანიმაციაში მოხვედრა 90%-ით დაიწია;

 

კოვიდ-სიმპტომური შემთხვევები შემცირებულია 80% -ით.

 

კვლევა ჩატარდა ბრაზილიაში, პატარა ბრაზილიურ ქალაქ სერრანაში, მოსახლეობა არის 30 000-მდე. მოსახლეობის 95% იყო ვაქცინირებული „სინოვაკით“.

 

რეინფიცირების სტატისტიკა არ გვაქვს. რამდენი თვე „გაუძლებს“ ეს ვაქცინა და როდის იქნება საჭირო ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს.

 

ფაქტია, ვაქცინების უმრავლესობა გიცავთ სიკვდილიანობისგან და რეანიმაციისგან. 100%-იანი დაცვა არ აქვს არცერთ ვაქცინას, სამედიცინო პირბადე მაინც არის აუცილებელი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

big_banner
არქივი