logo_geo
დავით ქართველიშვილი: ამ ბუნდოვანი საქმის მაქსიმალური გამჭირვალობით გამოძიების მოთხოვნას ვუერთდები...
- +

5 ივნისი. 2021. 02:34

 

„მე არ ვიცი, რა ხდება დღეს სინამდვილეში ნინოწმინდის პანსიონში, მაგრამ ამ ბუნდოვანი საქმის მაქსიმალური გამჭირვალობით გამოძიების მოთხოვნას ვუერთდები. და თუ კი საპატრიარქოს რომელიმე წარმომადგენელს მიუძღვნის ბრალი კონკრეტულ ჩადენილ დანაშაულში - უმკაცრესად დაისაჯოს, ხოლო თუ რაიმე სახის ცილისწამებლურ კამპანიას აქვს ადგილი "ნაფტალინიდან" ამოვარდნილ "თეოლოგებსა" თუ უფლებადამცველებს - არც ეს უნდა გამოგვაპაროთ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„აჯაფსანდალი პოსტი მინდა დავწერო. თურქეთზე, ბავშვთა სახლებზე, ნინოწმინდის პანსიონზე, ნაცებზე, ქველმოქმედებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.

რამოდენიმე წლის წინ, ენთუზიასტთა ერთმა ჯგუფმა შევაგროვეთ გარკვეული თანხა, დავადგინეთ ასპინძის ბავშვთა სახლის შეგირდთა ზუსტი რაოდენობა, მოვამზადეთ მუყაოს ყუთები, გავძეძგეთ მაგარი და მრავალფეროვანი საჩუქრებით, გავავსეთ პიკაპი და დავადექით საახალწლოდ. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ გქონდა, მათ მიერ მოწყობილ იმპროვიზირებულ კონცერტზეც დავრჩით, მერე ბავშვებმა საკუთარი საძინებელი ოთახები დაგვათვალიერებინეს. ერთ-ერთში ჩვენი ყურადღება მიიპყრო საწოლთან კედელზე გაჭიმულმა თურქეთის სახელმწიფო დროშამ. დირექტორს ვკითხეთ - რა ხდება თქო...

არა, გოგონა ქართველიაო. დედამისმა მიატოვა ჩვილობისას. დედაზე არც არაფერი იცის, არც სახელი, არც გვარი, არც სურათი შერჩენია, ერთადერთი რისი გაგებაც შეძლო - რომ თურქეთში გადასულა სამუშაოდ და მას შემდეგ მისი გზაკვალი დაიკარგა. ეს დროშა - იმ გოგონასთვის დედაც იყო და საკუთარ წარმომავლობასთან ერთადერთი "გადასასვლელი" ხიდი. ძილის წინ ყოველთვის ეფერებოდა იმ დროშას და დღის ამბებს უყვებოდა...

 

მე არ ვიცი, რა ხდება დღეს სინამდვილეში ნინოწმინდის პანსიონში, მაგრამ ამ ბუნდოვანი საქმის მაქსიმალური გამჭირვალობით გამოძიების მოთხოვნას ვუერთდები. და თუ კი საპატრიარქოს რომელიმე წარმომადგენელს მიუძღვნის ბრალი კონკრეტულ ჩადენილ დანაშაულში - უმკაცრესად დაისაჯოს, ხოლო თუ რაიმე სახის ცილისწამებლურ კამპანიას აქვს ადგილი "ნაფტალინიდან" ამოვარდნილ "თეოლოგებსა" თუ უფლებადამცველებს - არც ეს უნდა გამოგვაპაროთ.

 

და სად არიან აქ ნაცები? ახლავე. უბრალოდ უხეშად დავთვალე, შვიდთვიანი საპარლამენტო ბოიკოტირების პერიოდში, მათი სადეპუტატო ხელფასის ოდენობა - ძალიან შთამბეჭდავ თანხაზე გავედი. ორ ცოდვას ვერ ავიღებ მხოლოდ ჩემ თავზე - დანამდვილებით არ ვიცი, ერიცხებოდათ თუ არა, და ასევე არ ვიცი - თუ კი ერიცხებოდათ,  იქნება ქველმოქმედებას მოახმარეს და რომელიმე ბავშთა სახლს ან პანსიონატს ურიცხავდნენ. აბა უსაქმურობასა და ბოიკოტში ხომ არ მიითვისებდნენ გადასახადების გადამხდელთა თანხებს?“, - წერს ქართველიშვილი.

 

big_banner
არქივი