logo_geo
ნატო დუმბაძე: იმაზე მეტი ძალადობა რა არის, დედა ტელეფონით შვილს ეუბნება სახლში არ დაბრუნდეო!
- +

5 ივნისი. 2021. 14:20

 

 

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

„როგორ  წარმოუდგენიათ წამება, ცემა და დამცირება ეკლესიის წიაღში? მე ვერ წარმომიდგენია! თუმცა წარმომიდგენია ის, რომ ბავშვებს უნდათ  დედა, ოჯახი, სითბო.  დედებს კი არ უნდათ! ეს  ხმაურიც მგონია ზუსტად  მაგას ემსახურება, რომ  როგორმე  ბავშვებს მიეპყროთ ყურადღება, მოიგონეს რომ ცემენ აწამებენ  და იქნებ დააბრუნონ ოჯახში!

 

იმაზე მეტი ძალადობა რა არის დედა ტელეფონით  შვილს ეუბნება სახლში არ დაბრუნდეო! მართლა ეყოთ რა! დედებს მოსთხოვონ ამაზე პასუხი აჯობებს!

 

რთული რეგიონია  და არც იმას გამოვრიცხავ  ლობიც  ჰყადეს ვინმე ამ პროვოკაციას, იმისთვის, რომ  შელახოს საქართველოს საპატრიარქოს რეპუტაცია!

 

P.S. ეს სახალხო დამცველი კიდევ  არ წარმოადგენს  ჩემთვის მართლა სახალხო დამცველს, ასე რომ არც  მისი დაცვის და არც აჩუყების მჯერა!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

big_banner
არქივი