logo_geo
ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
- +

5 ივნისი. 2021. 23:37

 

 

„მალე ნამდვილი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდება, ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ!”, – ამის შესახებ ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წერს.

 

ლელა კაკულია 2013 წლის 3 ნოემბრის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, სადაც უკრაინა-რუსეთის ურთიერთობასა და სხვა მრავალ მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებზეა საუბარი.

 

„ახალი სიტყვა: მალე ნამდვილი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდება, ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ!

 

 

 

ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 78)

 

2013 წელი, 3 ნოემბერი

 

ვხედავ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. მერწმუნეთ, რუსეთისა და უკრაინის შერიგება შეუძლებელია. ეს დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდება. რუსეთი ძალიან მძიმე, უმძიმეს პოლიტიკას ატარებს მეზობელ ქვეყნებთან და ყველა ფიქრობს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარება ძალიან ცუდია, ვინაიდან ის ყველა წამყვან სახელმწიფოს იპირისპირებს. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა ნაღმს ჰგავს და ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდეს, ანუ ომის სახე მიიღოს.

 

სხვათა შორის, ვხედავ მავთულხლართებს, რომლის გავლებას და ვითომ ტერიტორიის გამოყოფას დაიწყებს რუსეთი უკრაინისგან… მაგრამ რუსეთს, ნამდვილ რუსეთს, თავად კოსმოსი დაყოფს ისე, რომ ადამიანის ხელი ვერ შეეხება.

 

რუსეთი სარგებლობს თავისი ენერგორესურსებით, ეკონომიკური დარტყმით იმუქრება და სურს, თავისი თამაშით ათამაშოს უკრაინა. ეს დაუშვებელია! რუსეთის მთავრობას ნამდვილად არ აწყობს უკრაინასთან ომი, ვინაიდან ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს — ნამდვილად ვერ მოიგებს!

 

რუსეთი უკრაინას ემუქრება გაზის შეწყვეტით. მაგრამ გაზი ევროპაში უკრაინის გავლით გადის და თუ რუსეთი არ გაყიდის თავის ენერგორესურსებს, ეს ეკონომიკური დარტყმა ძალიან ცუდად შეუბუნდება მომავალში: გაზის მნიშვნელოვანი ნაკადი საქართველოზე გამავალი გაზსადენისკენ წამოავა — ანუ საქართველოს გავლით შევა ევროპაში.

 

მინდა აზერბაიჯანზე ვთქვა, რომ ის თავისი ნავთობის გასატარებლად ევროპისკენ მაინც აირჩევს საქართველოზე გამავალ გაზსადენს. პოლიტიკა ისე აირევა, იმდენად შეიცვლება, რომ გაზსადენის არჩევანში აზერბაიჯანს ვეღარავინ შეუშლის ხელს. ანუ რუსეთის წინადადება, რომელსაც თან მუქარა ახლავს, აზერბაიჯანს ვეღარ დააშინებს. საქართველოზე გამავალი გაზსადენი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.

 

 

 

კოსმოსი ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ამერიკა კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ყოველთვის. ის ძალიან გააქტიურდება. ეს იმას ჰგავს, რომ შემოლაწუნებით გამოფხიზლდეს და დაიწყოს თავისი პოლიტიკის გატარება-გამყარება, რომელშიც თითქოსდა მოიკოჭლა. უფრო სწორად რომ ვთქვა, იწყებს თავისი იმიჯის გამყარებას მსოფლიოში. ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე, რომელიც ყველა ხერხითა და დიდი ლოზუნგებით უკიჟინებს მსოფლიოს, რომ ამერიკის ძლიერება — ეს არის მითი და მეტი არაფერი; რომ ამერიკის პოლიტიკა არის უსუსური და უფრო მეტიც, დამღუპველია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის; რომ რუსეთია პირველი ზესახელმწიფო და არა ამერიკა.

 

ამერიკა ნელ-ნელა ცვლის თავის პოლიტიკას, ცოტა არ იყოს, აგრესიულსაც გახდის. იმ ფაქტმა, რომ პოლიტიკური დარტყმები, რაც თეთრ სახლს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ვერ განახორციელა, რუსეთს დიდი კოზირი ჩაუგდო ხელში, რუსეთს მისცა ძალა იმისა, რომ ამერიკის იმიჯი ასე ამოეთხვარა ტალახში. ამის პასუხად ამერიკა, ისე, რომ არც არავის დაეკითხება, უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტს ახლო აღმოსავლეთშიც, ევროპაშიც და რაც ძალიან მიხარია — საქართველოშიც. თუ სად დაიწყებს ომს და ქიმიური იარაღის განადგურებას, ვიმეორებ, ამერიკა არავის არ დაეკითხება, პირდაპირ განახორციელებს დარტყმებს.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ქიმიური იარაღის განადგურებაზე იმისა მტკიცება, რომ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, არ არის სიმართლე. ამ ყველაფერს ამერიკის მთავრობა ჩამოხსნის ნიღაბს. ქიმიური იარაღის განადგურება შეიძლება იქვე, სადაც ის არის. ეს არის ყველაზე სწორი და მართებული გზა და ვხედავ, ეს ასეც მოხდება.

 

სხვადასხვა ქვეყნებში ქიმიური იარაღის გატანისა და იქ განადგურების ინიციატივა რუსეთისგან მოდის, ეს რუსული თამაშია. არცერთ სახლმწიფოს არ სურს ქიმიური იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე შეტანა და იქ განადგურება, ვინაიდან ეს ექსცესების გარეშე არ ჩაივლის. „სადაც აწარმოეს და დანერგეს, იქაც გაანადგურონ!“ — ასეთი პასუხი იქნება ყველა სახელმწიფოსგან.

 

ლაპარაკობენ ერთს, მაგრამ აკეთებენ მეორეს. ხალხისთვის მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ყველაფერი. ამიტომ ვწინასწარმეტყველებ და ვახმოვანებ კოსმოსის ინფორმაციას ღმერთის ნებით, და მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ.

 

სირიაში ბასარ ასადი ბოლომდე ფეხს მაინც ვერ მოიმაგრებს — რაც უნდა მოიმოქმედონ რუსებმა. ვხედავ, ამერიკელებს მომავალში ეყოლებათ თავისი კანდიდატურა სირიის პრეზიდენტის პოსტზე და იქ, რა თქმა უნდა, ამერიკული პოლიტიკა გაიმარჯვებს.

 

ქიმიური ნივთიერება განადგურების დროს მაინც ტოვებს კვალს და ამას მერე საშინელი დაავადებების სერიალები მოჰყვება. თანაც, დალოცვილებო, სხვადასხვა ქვეყნებში რომ ანაწილებ და ამით ბომბებს რომ ალაგებ მიწაში, რომლებიც ყოველ წუთას შეიძლება აფეთქდეს, ამას არ სჯობს, ერთ ადგილზე, სადაც ალაგია, იქაც განადგურდეს? ამერიკის სისუსტე ის არის, რომ თავის თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას. თქვენც ხედავთ, რომ რუსეთი აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რაც ქიმიურ იარაღს უკავშირდება. „აი, ხედავთ, რუსები როგორი დემოკრატიულები და შემწყნარებლები არიან?! რუსეთმა, ფაქტობრივად, ბაქტეოროლოგიურ-ქიმიური ომისგან იხსნა მსოფლიო“, — ეს იქნება რუსეთის მთავრობის ბოლო სიტყვა, თუ დასცალდათ.

 

ხალხისთვის ისე ჩანს, რომ რუსეთმა „აგრესორი და ოკუპანტი“ ამერიკა შეაჩერა, რუსეულმა პოლიტიკამ გაიმარჯვა და აიძულა იმგვარი პოლიტიკის გატარება ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, როგორიც დღეს ტარდება. მაგრამ მე როგორც დავინახე და ვიწინასწარმეტყველე რუსეთის პოლიტიკის თაობაზე, ეს ყველაფერი ბლეფია. ახლო მომავალში ამერიკა ბოლოს მოუღებს ამ თამაშს და, როგორც აღვნიშნე, ყველას თავის ადგილს მიუჩენს.

 

ამერიკა-გერმანიის მოსმენებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კი გეტყვით: ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. რას ნიშნავს, შეთანხმება, რომ არ მოუსმენენ ერთმანეთს? მაშ, რისთვის არსებობს დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები? გერმანიაში რომ ამერიკის საწინააღმდეგოდ რამე ხდებოდეს, შტატებმა ეს არ უნდა იცოდეს? რა შეთანხმებასაც უნდა მიაღწიონ ქვეყნებმა მოსმენებთან დაკავშირებით, არ დაიჯეროთ, ხალხო, ეს ტყუილია. ვხედავ, ახლაც უსმენენ, ამწუთას, ერთმანეთს. გერმანია თავად უსმენს ყველას.

 

საქმე ისაა, რომ ამერიკის დღევანდელი მთავრობა ძალიან სუსტია და ვერ აძლევს საკადრის პასუხს, ვერ იგერიებს შემოტევებს. აი მომავალი მთავრობა კი ისეთ ფაქტებს დაულაგებს გერმანიას, რომ ის საერთოდ ხმას ვერ ამოიღებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხალხი ამ მოსმენებთან ატეხილი აჟიოტაჟით ერთობა. ერთნი მიტინგებს მართავენ, მეორენი საქმიანად დარბიან, მაგრამ რაზე, თავად არ იციან და ასე გაჰყავთ დრო. მე თუ მკითხავთ, ამ ხალხს ურჩევნია, ამდენ უსაგნო სირბილს ეკლესიაში შევიდეს, ილოცოს, გონება დაასვენოს და ღმერთს შენდობა სთხოვოს. კი, ვითომ ზომებს ღებულობენ, გამოთქვამენ თავიანთ აზრებს, მაგრამ მოსმენები ისევ გრძელდება.

 

ის ბუნებრივი მოვლენები, კატაკლიზმები, რომლებიც რუსეთში მოხდა, ჯერ დიდი ცეცხლი, მერე მდინარე ამურის მოვარდნა, დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთს, ვინაიდან ამან გაანადგურა მოსავალი. ამ მოვლენებს მოჰყვება შიმშილი და ფრთხილად იყოს რუსეთის მთავრობა. წლების წინ მე ვიწინასწარმეტყველე, რომ გაიღვიძებდა მიძინებული ვულკანებიც. ვთქვი, რომ რუსეთშიც ამოხეთქავდა ვულკანი და დღეს უკვე არის ამის ნიშნები. ეს ძალიან ცუდ დღეში ჩააყენებს რუსეთის მთავრობას. ყურადღებას ამახვილებენ, მაგრამ რა უნდა ქნან? ვერაფერსაც ვერ იზამენ. ბუნების რისხვას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. უბრალოდ, ხალხია ცოდო, ხალხი მეცოდება, მაგრამ ეს მძიმე პერიოდი გასავლელი აქვს რუს ხალხს. პოლიტიკა ერთია, მაგრამ ადამიანები ღმერთის მიერ შექმნილი არსებანი არიან და მებრალებიან.

 

ახლა რუსეთი სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს რიგ ქვეყნებთან და ვხედავ, რომ ამით ისინი შეერთებულ შტატებს ედრებიან. რუსეთის მთავარი ინტერესი ამ ქმედებით ტურისტების რაოდენობის გაზრდაა, რაც მართლაც დიდ შემოსავალს მოიტანს, მაგრამ ტურისტების ის რაოდენობა მაინც არ იქნება რასაც მთავრობა ვაუდობს.

 

ლიტვა ახლა შიშობს, რომ რუსეთი მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს მოაწყობს. მისი შეშფოთება და დაყურადება სწორედ რომ დროულია. რუსეთი ლიტვის სამიტის წინააღმდეგია, მაგრამ კრემლის ყველა ქმედება ამაოა და ვერაფერსაც ვერ იზამს. რუსეთის ყველა მცდელობა, ჩაშალოს სამიტი, ან მოაწყოს რამე ავანტიურა, ჩაფუშულია. ასე რომ, ძალიან სერიოზული საკითხები გადაწყდება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც რუსეთის მთავრობას ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენებს. მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამს.

 

სირიის მოთხოვნა, რომ შეინარჩუნოს ქიმიური იარაღის მწარმოებელი ქარხნები იმ მოტივით, რომ მათ საყოფაცხოვრებო ქიმიის ქარხნებად გადააკეთებენ, ტყუილია. რაც მთავარია, ეს არც შეიძლება! რა გამოდის, რომ მთლად უნდა დაწამლონ ხალხი? იმ ქარხნებში საყოფაცხოვრებო ქიმიური ნაწარმის დამზადებს არ შეიძლება! მე ვთქვი, რომ ქიმიური იარაღის განადურების შემდეგაც კი რჩება კვალი, რომელიც საშიშია მოსახლეობისთვის და ახლა ამ საწარმოების ხალხის სამსახურში ჩაყენება საერთოდ სისულელეა. რეალურად, ეს არის მიძინებული საწამლავი. თანაც ქარხნები ყოველ წუთას შეუძლიათ აღადინონ. ანუ, როგორც გადააკეთებენ, ისე გადმოაკეთებენ. აი ამიტომ იყო აშშ-ს მოთხოვნა სირიის დაბომბვის თაობაზე სწორი!!! ეს არის აბსოლუტური სიმართლე და ეს მალე გამოჩნდება.

 

სირიას ვერ ეღირსება სიმშვიდე, სანამ ასადს არ დაბომბავენ. ასადი უნდა გადადგეს. ერთი პერიოდი თითქოს რაღაც შეთანხმებას ვხედავ. ის გეგმა, რომლის შესრულებაც სურს რუსეთს სირიასთან დაკავშირებით ევროპაში, კრემლში მიაჩნიათ, რომ გამარჯვებით დასრულდება, ანუ ევროპას მიიმხრობს. ამით ამერიკას ურტყამს. მაგრამ ვხედავ, ქიმიური იარაღის გამოყენება კიდევ მოხდება სირიაში და აქ ასადი თავს ვეღარ გაიმართლებს. რუსეთის პრეზიდენტიც კი თავს შეიკავებს, ვინაიდან ძალიან აგრესიული რეაქციები წამოვა ევროპიდან.

ევროპა ნელ-ნელა ხვდება, რომ რუსეთში არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება.

მოკლედ, მოდის დრო, როცა სახელმწიფოები უნდა დამშვიდდნენ იქ, სადაც ომია და განუკითხაობა. წამყვანი ქვეყნები უნდა მორჩნენ იმ პოლიტიკის თამაშს, რომელიც მათ იმიჯს აზიანებს და ამით მნიშვნელოვან, დიდ პოლიტიკურ გამარჯვებას მიღწევენ ახლო აღმოსავლეთში.

 

სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეაში ტერაქტს მოუწყობენ თავიანთ ლიდერს. ფრთხილად უნდა იყოს. თუმცა, გადარჩება.

 

რუსეთი საქართველოსთან იგივე თამაშს ატარებს. ამიტომ ვითარება ნელ-ნელა გამწვავდება. ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემს შავ ზღვაზე, ფოთთან; იმ გემს, რომელიც 2008 წელს შემოვიდა ბუშის ბრძანებით. ეს არის გემი, რომელსაც 10 წუთში შეუძლია დაიპყროს უზარმაზარი სახელმწიფო. ამავე დროს ამ გემებთან თურქულ სამხედრო ხომალდებსაც ვხედავ.

 

საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება ელვისებურად. ლიტვის სამიტზე ხელმოწერა კი არა, მაპ-ს მივიღებთ უცებ და სწრაფი ტემპით კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში. ეს არის ამერიკის საპასუხო დარტყმა იმ ბუნძურ პოლიტიკისთვის, რომელსაც რუსეთი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ატარებ. ვხედავ, არის კანონები, რომლებიც ნატოს ფართო უფლებებს აძლევს იმ ქვეყნების დასაცავად, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მისი სრულუფლებიანი წევრები — ვგულისხმობ სამხედრო ქმედებების განხორციელების უფლებას. გარკვევით ვხედავ გემზე მდგომ ამერიკელ გენერალს, რომელსაც ხელი აქვს გაშვერილი სამაჩაბლოსა და აფხაზეთისკენ. ხვედავ ცისფერჩაფხუტიანებს, როგორც ვხედავდი 20 წლის წინ, რომლებიც სწრაფი ნაბიჯით გარბიან და იკავებენ პოზიციებს. ესეც თქვენი მავთულხლართები, რუსეთო! საკუთარი ხელით დახსნით ამ ხლართებს. ეს ძალზე სერიოზული ხედვაა. ზუსტადაც, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც დღეს უკვე სჭირდება ამერიკასაც და ევროპასაც, განსაკუთრებით შავი ზღვის გამო, და ამიტომ დაცვითი ქმედებები უნდა განხორციელდეს. ეს არ არის არც ვიეტნამი და არც ავღანეთი. ეს არის მშვიდობის დროშის ეგიდით წესრიგის დამყარება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს პირველი ნაბიჯი ნამდვილი თავისუფლებისკენ. ეს არის ჩემი წინასწარმეტყველების — „შევდივართ ომით, ვარქმევთ მშვიდობას“ ასრულება.

 

 

 

ყველაფერი მოხდება მოულოდნელად. უცბად ამოქმედდება ომის დაუწერელი კანონები, რომლებიც საქართველოს ეხება. ესეც თქვენი ნოეს კიდობანი!

 

რუსეთი ვერ შექმნის ახალ საბჭოთა კავშირს. ის ეკონომიკა დარტყმა, რაც ელის რუსეთს, იწვევს შიმშილს, ინფლაციას და ვხედავ 1917 წლის მსგავს რევოლუციას: მშიერი ხალხი ზამთრის სასახლეს როგორ ერტყმის გარს. ზუსტად იგივე სიტუაცია იქმნება მომავალში რუსეთში…

 

2013 წელი, 20 დეკემბერი

 

ვხედავ, გარეთ დარჩენილი ოპოზიცია [საქართველოს] პარლამენტში მჯდარ უმრავლესობას არ მიიღებს, ვინაიდან ისინი საკუთარ თავებსს უფრო დიდი გამოცდილების ოპოზიციად მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ მათ უფრო დაიმსახურეს პარლამენტში ყოფნა, ვიდრე იმათ, რომელთაც ხალხი ვერ დაიცვეს მიტინგების დროს, ძალიან დიდი სისუსტე გამოამჟღავნეს და ა.შ. კიდევ მრავალი სხვა ბრალდება გაისმება მათ მიმართ მომავალში.

უმრავლესობა კი, ვხედავ, მალე გაილაშქრებს რუსეთის წინააღმდეგ — „ნაციონალებს“ გაასწრებენ. სწორია. თამაშის დრო აღარ რჩებათ. მოვლენები სწრაფად განვითარდება. ის, რაც მსოფლიო პოლიტიკაში მოხდება, საქართველოს პოლიტიკას ძალიან წაადგება, ანუ მის წისქვილზე დაასხამს წყალს.

რუსეთის პოლიტიკა კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ დიდ ჩავარდნას განიცდის. უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მდგომარეობას თუ შევაფასებთ ხედვით, აქ რუსეთმა წააგო. ევროპა და ამერიკა რუსეთს ნამდვილად არ გაამარჯვებინებენ უკრაინაში, ვხედავ, არცერთ შემთხვევაში არაფერს არ დაუთმობენ და მთლიანად გადაკეტავენ რუსულ პოლიტიკას.

 

რუსეთის პრეზიდენტი იძულებულია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, ანუ ისეთი პოლიტიკა გაატაროს, რასაც სხვა დროს არაფრით გააკეთებდა… მაგრამ ვხედავ, რომ ეს ნამდვილად არ უშველის რუსებს. უამრავი ძალიან მძიმე საკითხი აქვს რუსეთის პრეზიდენტს გადასაწყვეტი…

უკრაინა კი ბობოქრობს. ხალხი ითხოვს მთავრობის გადაყენებას და მიაღწევენ კიდეც მიზანს. ვხედავ, რომ არც ევროპა და არც ამერიკა არ მალავს თავის მიზნებს. ისინიც უკვე ღიად თამაშობენ. სხვანაირად არ შეიძლება. მხოლოდ ამ გზით აიძულებენ რუსეთის პრეზიდენტს, რომ დათმობაზე წავიდეს. რუსეთი მომავალში დათმობს პოზიციებს.

 

დღეს რაც ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, ეს წლების წინ ვიწინასწარმეტყველე და ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ასრულდება ბოლომდე.

რუსეთში დიდი წყალდიდობა იქნება. ვხედავ, მთელი მოსავალი განადგურდება. ძალიან საშიშია მდინარე ამური და ასევე, რა თქმა უნდა, სხვა მდინარეებიც. გარდაიცვლება დიდი ჩინოვნიკი და რუსეთის პოლიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს ამით, დიდ ჩიხში მოემწყვდევა. ძალიან, ძალიან რთული პერიოდები ელის რუსეთის მთავრობას, რადგან თითქმის მთელი მსოფლიო ბოიკოტს უცხადებს.

 

უკრაინა მაინც აფეთქდება და რუსეთი იქ წააგებს. ასევე წააგებს კავკასიაშიც. საქართველოსთან ომს კრემლი ვერ გაბედავს. ამერიკა ძალიან სერიოზულ განცხადებებს გააკეთებს ჩვენს ქვეყანაზე, ანუ რუსეთის იმ პოლიტიკის წინააღდეგ, რომელსაც იგი საქართველოს მიმართ ატარებს. ეს იქნება ძალიან დიდი შერკინება და ამერიკა რუსეთს არ დაუთმობს საქართველოს. დიახ, ეს ასე მოხდება. შეერთებული შტატები ასევე მოსთხოვს რუსეთის მთავრობას, რომ შეასრულონ თავისი ვალდებულებები საზღვრებთან დაკავშირებით. მსოფლიო ხმამაღლა განაცხადებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო — ეს საქართველოა და საერთოდ რუსეთი უნდა გავიდეს და საბოლოოდ დატოვოს ჩვენი ქვეყანა.

 

მინდა ვიწინასწარმეტყველო, რომ სომხეთს, ანუ არმენიასა და რუსეთს, საერთო საზღვარი არასდროს ექნებათ. იდეაში კი გაქვთ, ბატონო, მაგრამ არაფერი გამოგივათ! კოსმოსი არ დაუშვებს საქართველოს დაშლას, ქართველების გადაშენებას. ისტორიულად ცნობილია, რომ რუსეთის მთავრობას, ანუ ნიკიტა ხრუშოვს სურდა ქართველების გასახლება, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ რუსებს. მოხდა ისე, რომ ეს საკითხიც დაიხურა და ბევრი სხვა რამაც. დღეს იგივე მცდელობა აქვს რუსეთის მთავრობას, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვა.

მავთულხლართებს, რომლებსაც რუსები ავლებენ სამაჩაბლოში და ვითომ საზღვრებს აკანონებენ, დაიმახსოვრეთ, ქართველებო, რომ რუსები თავისი ხელით დაშლიან.

 

ვიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს, რომ კავკასიას რუსეთი დაკარგავს. მალე მათ მმართველობას წერტილი დაესმება. ეს არის რუსეთის მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგები. დღეს კი მოსახლეობა, ვხედავ, წინააღმდეგობას გაუწევს რუსებს. ვხედავ პატარ-პატარა დაჯგუფებებს — პარტიზანებს ჰგვანან — რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ რუსებს, ანუ რუს ჯარისკაცებს ჩახოცავენ. ვერავის ვერაფერს დააბრალებენ. იტყვიან, რომ ხალხი თავის ქონებას იცავს, იმ მიწებს, რომლებსაც სამშობლო ჰქვია. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც.

რუსეთის მთავრობის ყველა მცდელობა იმისა, რომ დაშალოს და დააქუცმაცოს საქართველო, ჩაშლილია. ამას საქართველოს მტრები ვერ ეღირსებიან!!!

 

და საერთოდაც, საქართველოში ავტონომიები აღარ იქნება. ეს ასეა 100 პროცენტით. რუსეთის თავხედობა მალე, ძალიან მალე აღიკვეცება და მას ევროპა და ამერიკა ერთობლივი, გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდებიან. დიახ, დაუპირისპირდებიან! ასევე მალე რუსეთს მთელი კავკასია აუმხედრდება და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: 1987-1992 წლებში. ასე რომ იმ ვერაგულ პოლიტიკას, რაც რუსეთის მთავრობამ ჩაიფიქრა, კოსმოსი თავზე დაამხობს მათ.

 

მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ წავა, მათდა გასაოცრად, საქართველოს დაიცავს და გამოხატავს საკუთარ აზრს საქართველოს მიმართ რუსეთის არასწორ პოლიტიკასთან დაკავშირებით. და ასევე მთელ კავკასიაშიც.

 

ვხედავ შავ ზღვაში მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს. ეს არ არის სამხედრო ძალების დემონსტრირება და რუსები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. ასევე ხვდებიან იმასაც, რომ საქართველო საბოლოოდ დაკარგეს. დიახ, ასეა, 1921 წელი აღარასდროს განმეორდება ჩემს ქვეყანაში! ჩემი საქართველო მომავალში თავისუფალია და ვხედავ, ღირსეული მამულიშვილები მართავენ ქვეყანას.

 

არ დაივიწყოთ, ქართველებო, მრავალი წლის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება: მოდიან „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღზევება.

 

მინდა აღვნიშნო, რომ არც მესხეთ-ჯავახეთში არ გამოუვა რუსეთს არაფერი, რასაც ყოველთვის ცდილობდნენ ისინი სომხებთან ერთად.

ასევე ვხედავ არმენია-სომხეთში დიდი გამოსვლები იწყება. იმართება მრავალრიცხოვანი მიტინგები. ვხედავ ტრაფარეტებს წარწერებით: „რუსებო, გაეთრიეთ არმენიიდან — სომხეთიდან!“ ითხოვენ ასევე მთავრობის გადადგომას. ამ გამოსვლებს სომხეთის მთავრობა სასტიკად ჩაახშობს, რაც მომავალში ძალზე ძვირად დაუჯდება. ყველა იმ ძალადობაზე, რასაც საკუთარ ხალხზე განახორციელებს, პასუხს მოსთხოვენ და გაიმართება დიდი სასამართლოები.

მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი ვერანაირ შეღავათებს ვერ ღებულობს რუსეთის მთავრობისგან. არც უკეთესობისკენ არის მომართული მათი მომავალი. არიან ისეთსავე რთულ მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ წარსულში. ახლა სომეხი ხალხი თვითონაც ხვდება, რომ რუსეთისგან სიკეთეს არ უნდა ელოდნენ, ვინაიდან რუსეთი თამაშობს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც თავად სჭირდება. რუსეთის მთავრობა ფიქრობს, ჩვენ ზესახელმწიფო ვართ და უფლება გვაქვს, ვაკეთოთ ყველაფერი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, როგორც მოგვესურვება, ყველაფერი უნდა მოერგოს მხოლოდ რუსულ პოლიტიკასო. ამიტომ ნურავის ნუ გექნებათ ილუზიები ყოფილ საბჭოთა რესპულიკებში, რომ რუსეთი თქვენს მიმართ რაიმე სასარგებლო პოლიტიკას გაატარებს. ნუ ენდობით!

 

რუსეთის მთავრობა თავის ხალხსაც ვაკუუმში ამყოფებს. საერთოდ ინფორმაციული ვაკუუმი აქვს შექმნილი, დაუშვებელი ხერხებით მოქმედენ. თითქოს ამერიკისა და ევროპის, მთელი მსოფლიოს კანონები მათზე არ მოქმდებს. „ჩვენ ვართ უძლეველი, დიდი სახელმწიფო!“ — ასე აცხადებენ. ასეთი პოლიტიკა რუსეთს თვითგანადგურებამდე მიიყვანს. ეს ვიცი და ვხედავ ასი პროცენტით.

 

მსოფლიო პოლიტიკურ ზეწოლებს განახორციელებს რუსეთზე, რითაც მალე მიახვედრებენ, რომ რუსეთი საერთოდ უძლურია მსოფლიოში არსებული ყველა მოვლენის მიმართ. ამით კარგავენ ძალიან ბევრს, რაც არ უნდა დაეკარგათ და იძენენ უკვე უფრო მეტად მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს.

 

თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან ცუდი დამოკიდებულება შეიქმნება. ერთმანეთში პოლიტიკური თამაშიც კი არ გამოუვათ. იქნება დაპირისპირება, რაც საქართველოს პოლიტიკაზე ასხამს წყალს. ამიტომ ვიწინასწარმტყველე წარსულში, რომ თურქეთი კბილებით დაიცავდა საქართველოს. ეს ასი პროცენტით ასრულდება. შავი ზღვა კი იქცევა ნატოს საზღვაო ხომალდების ნავსაყუდელად. სხვათა შორის, ასეთი გადაწყვეტა საკითხისა დიდ სიმშვიდეს მოუტანს კავკასიას და შავი ზღვისპირეთს. აი, მაშინ დაიწყება ძალიან დიდი მოთხოვნები და მითითებები ევროპა–ამერიკისგან, რომ საქართველო უნდა იყოს ხელშეუხებელი სახელმწიფო თავის ტერიტორიებში, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო — აფხაზეთი და სამაჩაბლო.

 

ვიმეორებ: რუსეთს საქართველოს მიმართ შედგენილი ყველა გეგმა და პროექტი ქართველთა გასანადგურებლად, ჩაეშლება, არაფერი გამოუვა.

 

სხვათა შორის, გარდა სამაჩაბლოსი, პარტიზანული დაჯგუფებები მოგვევლინება აფხაზეთშიც, ზემო სვანეთში — კოდორში, დალის ხეობაში.

 

 

 

აქვე აღვნიშნავ, რომ სახელწოდება კოდორის საბოლოოდ შეცვლა გამორიცხულია. ეს სახელი კოსმოსიდან არის წამოსული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელშიც დიდი აზრი დევს. ამას ადამიანის გონება ძნელად მისწვდება, მაგრამ მსურდა, ორიოდ სიტყვა მაინც მეთქვა.

 

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის ხეობაა, საიდანაც ქართველი ჯარისკაცები შევლენ აფხაზეთში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აფხაზეთი როგორ დასუფთავდება. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ეს თავად აფსუებისთვისაც გადამრჩენელი მომენტი იქნება, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვან. თუმცა კოსმოსი არავის არაფერს არ ეკითხება. სხვა ეროვნება ვერ გაჭაჭანდება აფხაზეთში. ისინი ტოვებენ ჩვენს მიწებს და გადიან საქართველოდან. სტუმარი იყოს მასპინძელი და მასპინძელი ლტოლვილი თავის სახელმწიფოში, ამას ნამდვილად არ დაუშვებს კოსმოსი.

 

დღეს რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, ამით ყველასა და ყველაფერს ნიღაბი ეხდება. მალე ნამდვილი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდება, ვინაიდან მოდიან „მეცნიერები“ და მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. მრავალჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ.”, – წერს კაკულია თავის წინასწარმეტყველებაში.

 

 

big_banner
არქივი