logo_geo
ქართველი სტუდენტი ოკუპიორებული აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს იხსენებს
- +

6 ივნისი. 2021. 00:36

 

 

ახალგაზრდებს არ აინტერესებდათ ჩემი ეროვნება, ასაკიანები კი მუდმივად შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობდნენ – ოკუპირებულ აფხაზეთის უნივერისტეტში სწავლის პერიოდზე წერს ახალგაზრდა ბიჭი ჯგუფში “ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან”.

 

“ამ უნივერსიტეტში გავატარე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი. გამოცდების ჩაბარების დღე, ემოციურად ძალიან მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთზე ომის პერიოდი არ მეწერა, “აფხაზეთ-საქართველოს” ომის პერიოდი მომაყოლეს.

 

არ შემეძლო ამ ფარსის მოყოლა და გამოსავალი მეგრული ხრიკით ვიპოვე. ვყვებოდი წიგნის ენით: წიგნში წერია რომ… ავტორის მონაყოლიდან გამომდინარე… არ ვაფიქსირებდი ჩემს პირად აზრს, რამაც ცოტა შემიმსუბუქა მძიმე ემოციური ფონი.

 

სტერეოტიპული განწყობა მქონდა აფხაზების მიმართ, მეგონა არ მიმიღებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინები არ გამართლდა. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მათთან. არასდროს მიგვრძნია მათგან ცუდი.

 

ლექტორები ორ კატეგორიად იყოფოდნენ: ახალგაზრდებს არ აინტერესებდათ ჩემი ეროვნება, ასაკიანები კი მუდმივად შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობდნენ.

 

ყოველთვის აფხაზებზე მეტის სწავლა მიწევდა, რადგან ქართველობის გამო ქულა მაკლდებოდა.

 

ყოველ თვე მიბარებდნენ განყოფილებაში და მთავაზობდნენ მათთან თანამშრომლობას (ვითომ კარგი სამსახური იყო), ყოველი უარის შემდეგ შეთავაზება მუქარაში გადადიოდა.

 

ესე და კიდევ სხვა მრავალი კარგი და ცუდი ამბებით დასრულდა ჩემი და აგუს თანამშრომლობა.

 

არ ვნანობ, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე…” – წერს ყოფილი სტუდენტი.

 

 

 

big_banner
არქივი