logo_geo
ქეთი დოლიძე: გენიალური რეზო გაბრიაძე წავიდა! გისამძიმრებ, საქართველო!
- +

8 ივნისი. 2021. 11:22

 

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ამ ტრაგიკულ ამბავს გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე. რეჟისორი მეგობარს ემშვიდობება და წერს, რომ დიდი ხელოვანი წავიდა.

 

„გენიალური რეზო გაბრიაძე წავიდა! გისამძიმრებ, საქართველო!

 

რეზო! გმადლობთ, რომ დიდი პატივი მერგო, შენთან ყოველდღე მელაპარაკა! ეს შენი ზარი ამ ბოლო წლის თითქმის ყოველდღე იყო ჩემთვის დიდი საჩუქარი და პატივი!

 

შეხვედრამდე უკეთეს სამყაროში, ჩემო რეზო, დიდო ხელოვანო, განუმეორებელო მეზღაპრევ!

 

ჩვენ გვერგო დიდი პატივი, შენი თანამედროვენი ვყოფილიყავით, რადგან მხოლოდ გენიოსებს ძალუძთ თავისი საკუთარი სამყაროსა და ქვეყნის შექმნა!

 

ჯადოქარი იყავი და ჯადოსნური სამყარო დაგვიტოვე!

 

რეზო გაბრიაძის სამყარო! მშვიდობით! მიყვარხარ! ნათელში იყავი, უძვირფასესო მეგობარო!“ - წერს დოლიძე.

 

big_banner
არქივი