logo_geo
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და აშშ-ის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება
- +

12 ივნისი. 2021. 21:29

 

 

„ჩემთვის როგორც კონფლიქტების პრევენციის პროგრამებზე მომუშავე ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა მსგავსი ჰუმანური აქტის განხორციელება, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

მისი შეფასებით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებს მის რეგიონულ როლს, მათ შორის კონფლიქტების დროს შუამავლის ფუნქციას.

 

გასაგებია, რომ ასეთი ძალისხმევის დეტალები მხოლოდ საქმის კეთილად დასრულების შემდეგ ხდება ხოლმე ცნობილი და ძალიან კარგია რომ საქმე კეთილად დასრულდა. საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებს მის რეგიონულ როლს, მათ შორის კონფლიქტების დროს შუამავლის და ამ მიღწევით კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩნდება თუ რა მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ ალბათ აუთვისებელი როლის შესრულება და წვლილის შეტანა შეგვიძლია რეგიონული თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების საქმეში. კიდევ ერთხელ გაცამტვერდა ოპონენტების ბრალდებები საქართველოს თითქოსდა არასაკმარისი დიპლომატიური აქტიურობის შესახებ. მოკლედ, ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, „ვჭედოთ რკინა სანამ ცხელიაკიდევ ბევრი კონფლიქტია ჩვენს ტურბულენტურ რეგიონში რომელიც აქტიურ მედიაციას მოითხოვს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

big_banner
არქივი