logo_geo
თამარ ოქრუაშვილი: ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი
- +

13 ივნისი. 2021. 15:46

 

გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ფინეთისა და დანიის ნაკრებების შეხვედრაზე მომხდარ დრამატულ მდგომარეობაზე, როცა დანიელი კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა, ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„2014 წლის 30 მარტი - ჯაბა კანკავამ ოლეგ გუსევი სიკვდილისგან იხსნა. გუსევი მეკარეს შეეჯახა და ძირს უგონოდ დაეცა. უკრაინელი ენას ყლაპავდა, თუმცა ქართველმა მას სიკვდილის უფლება არ მისცა.

 

2021 წლის 12 ივნისი - კრისტიან ერიკსენი უწყინარ სიტუაციაში მოედანზე უგონოდ ეცემა. დანიელს გულის შეტევა აქვს. მასთან წამებში ჩნდება კაპიტანი საიმონ კიაერი, რომელმაც კრისტიანს პირველადი დახმარება გაუწია და უზრუნველყო, რომ მას ენა არ გადაყლაპვოდა, შედეგად მან თანაგუნდელს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

 

ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი“, - წერს თამარ ოქრუაშვილი.

 

big_banner
არქივი