logo_geo
ანუკი არეშიძე: მეც მინდა გოგო...
- +

14 ივნისი. 2021. 00:16

 

თბილისის მერის მეუღლემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძე, საკუთარი ბრენდის, „Nicolas Kidswear“-ის ერთ-ერთი ფეხსაცმელი გამოაქვეყნა და დააწერა „მეც მინდა გოგო“.

 

 

 

ანუკი არეშიძის დედა ნინო ჭუმბურიძე ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობს, რომ ანუკის დიდი სურვილია გოგონა ჰყავდეს.

 

„ანუკის ძალიან უნდოდა, გოგონა ჰყოლოდა. ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს… როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, – რა გახდა ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ „გამომდის“ გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო. მერე მე ვეუბნებოდი, მაშინ არეშიძეებთანაც უნდა მოხვიდე კიკინებით, მეც მინდა გოგო შვილიშვილი-მეთქი…“ – ამბობდა ინტერვიუში დიზაინერის დედა.

 

ცნობისთვის, დიზაინერს ოთხი ვაჟი ჰყავს: 13 წლის ლევანი, 8 წლის კახაბერი, 6 წლის ვაჩე და 3 წლის ნიკოლა.

 

big_banner
არქივი