logo_geo
როგორ გადააკეთა ახალგაზრდა რეჟისორმა შექსპირის პიესა
- +

16 ივნისი. 2021. 13:12

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელმა თამარ ხუციშვილმა ფეისბუქში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთ თეატრში ახალგაზრდა რეჟისორის მიერ  დადგმულ „ოტელოზეა“ საუბარი.

 

„ერთ-ერთ თეატრში (ერთ-ერთი ქალაქის) ახალგაზრდა რეჟისორს „ოტელო“ დაუდგამს. საკვანძო მომენტში, როდესაც დეზდემონას ეძახის: მომიახლოვდი, დეზდემონა! ქალი 2 ვედროთი მიუახლოვდა. ოტელომ დაახრჩო და დეზდემონას ხელიდან გაუვარდა ალუმინის ვედროები. ძალიან ამაღელვებელი მომენტი გამოსულა, მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარა და ტაშს უკრავდა. ერთ-ერთმა მაყურებელმა ჰკითხა რეჟისორს, ასეთი მიგნება როგორ მოიფიქრა, რაზედაც რეჟისორმა უპასუხა, რომ არანაირი თვითშემოქმედება არ იყო. პირდაპირ უწერიაო შექსპირს: „შემოდის დეზდემონა ვედრებით“, - წერს თამარ ხუციშვილი.

 

 

big_banner
არქივი