logo_geo
ნათია ფანჯიკიძეს ტრიციკლი აჩუქეს
- +

20 ივნისი. 2021. 20:19

 

 

ნათია ფანჯიკიძეს მოტორიზებული ტრიციკლი აჩუქეს, ამის შესახებ ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში წერს და პედაგოგს ეძებს, რომელიც მართვას ასწავლის.

 

„ყველა სურვილი ასმაგად შეგისრულდესო, თქვენც გითქვამთ ხომ ბევრჯერ ვინმესთვის, გულით და სულით? ხოდა აღარ ვიზამ მე პირადად ასე. პანდემიის გარიჟრაჟზე სამთვლიანი ველიკა ვინატრე ყვავილების კალათით და პანდემიის მიწურულს, სამთვლიანი თვითმფრინავი მეჩუქა, დამებერტყა, დამეცა გინაც. ასმაგად ასრულებულ სურვილს მზად ვერ შევეგებე. თვითმფრინავის ტარება არ ვიცი.

 

ძრავა აქვს ათასიანი, ნელა გადაქოქვის შანსი არ დაჰყვა. ღრუბლებში მოხვედრის პირდაპირი გზაა, გუმანით ვგრძნობ. თანაც მართვის მოწმობა მჭირდება. მოკლედ, პედაგოგს ვეძებ, კვირაში ერთხელ ჩემთვის მოცლილ პილოტ-გამომცდელს. თუ ვინმე იცით, დამაკავშირეთ, ან გამიცვალეთ თვითმფრინავი სამთვლიან, კოხტა, რომანტიკულ ელექტროველოსიპედში. ქალი-ბეტმენი ვუჰანიდან“, – ვკითხულობთ ფანჯიკიძის პოსტში.

 

 

right_banner big_banner
არქივი