logo_geo
მამაკაცი ავტობუსში პირბადის გარეშე ავიდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა
- +

21 ივნისი. 2021. 20:45

 

თბილისში,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები პირბადის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

მამაკაცი ავტობუსში პირბადის გარეშე ავიდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, ავტობუსი ყველა მოქალაქემ დატოვა, გარდა იმ პირისა, ვისაც ტრანსპორტში ასვლისას პირბადე არ ეკეთა.

 

ამის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში დაპირისპირების ამსახველი ვიდეო და პოსტი გამოაქვეყნა:

 

"ყველაზე სასაცილო იცით რა იყო დღეს? მე მეუბნებოდნენ ჩადი ავტობუსიდანო და ჩემ გარდა ყველა ჩავიდა პროტესტის ნიშნად!

 

ბოლოს მე ჩამოვედი, კარგად იყავითთქო, ვუთხარი და წამოვედი სახლში - ორი გაჩერება გამოვიარე ფეხით",- წერს ზვიად გოგიაშვილი.

 

https://www.facebook.com/kingleonidas1973/videos/1486062515068732ა

 

right_banner big_banner
არქივი