logo_geo
ნატო დუმბაძე: კულტურას შეეშვან რა!
- +

22 ივნისი. 2021. 16:46

 

 

რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

,,აი, რა ვერ გავიგე, იცით? ტურისტებიო, ბანკებიო, კრედიტებიო, გახსენით, დავიქეცითო, ხომ მოსთქვამდნენ, ხომ გახსნეს და შემოგრიალდნენ, სავსეა ქვეყანა რუსი ტურისტებით, სავსე!

 

ისე კი საოცარ პოპულარიზაციას გვიკეთებენ თან, „ინსტაგრამიდან“ დაწყებული „ტიკ ტოკით“ დამთავრებული, მთელი საქართველო დამათვალიერებინეს, ჰოდა, რომ ატყდა ახლა ამბავი რუსთაველის თეატრზე, ასე თავმოქაჩლული გაჰკივიან, ოკუპანტებთან რატომ ჩადიანო, მაშინ დაიკეტოს რუსი ტურისტისთვისაც სასტუმროები, რესტორნები და საერთოდ რუსებს საზღვარზეც ნუ შემოუშვებენ! ოკუპანტის ფული კარგია და სპექტაკლით ჩასვლა მოღალატეობა?

 

ისე, ვისაც ბევრი სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება აქვს, სწორედ რომ წინა ხელისუფლების დროს გამდიდრებული „ნოვი გრუზინებისაა“, ჰოდა, აი, ჯერ ეს გააკეთონ და მაშინ გავიგებ პატრიოტულ მჯიღსაც და ამ კუდაბზიკურ პრეტენზიებს!

 

კულტურას კიდევ შეეშვან რა!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

right_banner big_banner
არქივი