logo_geo
მაიკო კაჭკაჭიშვილი: რომელი ასაკიდან უჯდებათ სულში ეს ურჩხული?
- +

22 ივნისი. 2021. 17:56

 

 

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში ადამიანებს შორის ურთიერთობაში გაჩენილ ბოღმასა და შურზე სტატუსს წერს.

 

„ნეტა რისი დამსახურებაა ეს ბოღმიანი ხალხი? რა წნეხში მოჰყვნენ ასეთში, რომ მერე აღარც გამოცდილებამ აღარ უშველათ, ის მაინც რომ გაეგოთ, როგორ უბრუნდებათ უკან ეს მახინჯი გრძნობაა, თუ თვისებაა, თუ ხასიათი!!!

 

რამხელა ღვარძლით აქვთ სულები სავსე, ისე მეცოდებიან, რომ ამ შეგრძნებით უნდა იცხოვრონ, რას ვერ იყოფთ? ან სხვისი ბედნიერება რატომ გამწარებთ? თქვენ წაგართვეს? თუ რაშია საქმე? ისე მაინტერესებს, საიდან, რომელი ასაკიდან უჯდებათ სულში ეს ურჩხული? ეს სიბნელის და უინტელექტობის ბრალია, თუ მშობლების, თუ რა ვიფიქრო არ ვიცი !!! ამ ბოლო დროს ისეთები ვნახე, მეგობრების მდაბიოდ ღალატი, ერთმანეთზე საშინელებების ლაპარაკი და მერე უკანალში შეძრომები და მოკლედ, შოკი აღარ ჰქვია ამას, ნეტა სადამდე მიდის ადამიანის უნამუსობა?

 

აგანთებენ, გაგაღიზიანებენ, გაგამწარებენ შეგნებულად, რომ წყობიდან გამოგიყვანონ, გათქმევინებენ, რაც სურთ და მერე ატრიალებენ ისე, როგორც აწყობთ, ფუუი თქვენს ადამიანობას! მეცოდებით!“ - წერს კაჭკაჭიშვილი.

 

 

big_banner
არქივი