logo_geo
ბესო ზანგური: დავრჩი უსახლკაროდ!
- +

24 ივნისი. 2021. 11:18

 

 

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს. სტატუსის შინაარსის მიხედვით, ის უსახლკაროდ დარჩა. ბესო არ განმარტავს, რა მოხდა და დეტალების გასაჯაროებისაგან თავს იკავებს, თუმცა, აცხადებს, რომ მან ყველაფერი დაკარგა.

 

„თავს ვთვლი ვალდებულად, რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა მანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ…

 

დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი, ისევე როგორც ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში, დიახ, მეგობრებო, დავკარგე ყველაფერი…

 

მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ, ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს ...

 

დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უსახლკაროდ!

 

გპირდებით, ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით, არ ვიცი, მაგრამ გპირდებით! სულ ესაა“, - წერს ბესო ზანგური.

 

 

 

big_banner
არქივი