logo_geo
ნოე სულაბერიძის 8 რჩევა აბიტურიენტებს
- +

24 ივნისი. 2021. 19:18

 

 

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე აბიტურიენტობის დროს განცდილ ემოციებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს, რომლებიც ახლა მისაღებ გამოცდას აბარებენ რამდენიმე რჩევას აძლევს. ნოე აბიტურიენტებს, წიგნის კითხვას, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობასა და მადლიერების გამოჩენას ურჩევს.

 

„თითქოს გუშინ იყო მისაღებ გამოცდებზე დაძაბული რომ ვიჯექი უნივერსიტეტის დიდ ბიბლიოთეკაში, ფურცლებით და კალმით ხელში, ახლა კი უცნაური შეგრძნებაა აბიტურიენტის მამა რომ ვარ და იგივენაირად ვნერვიულობ.

 

თუ ამ ქვეყანას ნათელი მომავალი უწერია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განათლების დონე იქნება მაღალი.

 

საამისოდ, ყველა აბიტურიენტს მინდა, წარმატება ვუსურვო, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ამავდროულად ყველაზე ლამაზი, უნიკალური და დაუვიწყარია.

 

ყველანაირი გამოცდილებით შემიძლია გისურვოთ შემდეგი:

 

  1. ბევრი იარეთ ფეხით, ან ირბინეთ, ამ დროს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იპოვით

 

  1. რაც შეიძლება ხშირად ხმამაღლა გააჟღერეთ ახალი აზრები, ახალი იდეები, ასეთ დროს, მალევე იპოვით თანამოაზრეს, თქვენივე წამოწყების პოტენციურ თანამონაწილეს

 

  1. შეამცირეთ, აირიდეთ კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ფორიაქი და ნეგატივი. ასეთი ადამიანების ენერგეტიკული ველი თქვენზე ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს

 

  1. იკითხეთ წიგნები, ბევრი იკითხეთ. არა იმიტომ, რომ ამას ხშირად ისმენთ, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს უკეთესი მოგზაურობა დროსა და სივრცეში ვიდრე კითხვაა. არ არსებობს მეტი სიმდიდრე, ვიდრე თითოეული საინტერესოდ წაკითხული წიგნი

 

  1. არასდროს შეეშვათ სპორტს და ვარჯიშს, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი. ფიზიკური სიძლიერე შედარებით მარტივად გადაგატანინებთ ყველანაირ დაბრკოლებას

 

  1. ხშირად უთხარით თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ზოგადად თქვენთვის ახლობელ ადამიანებს, ყველას ვინც თქვენთვის ძვირფასია, რომ გიყვართ ისინი. გაცემული დადებითი აურა აუცილებლად კიდევ უფრო უკეთესად დაგიბრუნდებათ

 

  1. არასდროს შეწყვიტოთ ოცნება, მათ შორის ყველაზე მიუწვდომელ მოვლენაზეც კი. დაუღალავი ფიქრით და ასეთივე მიზანდასახულობით აუცილებლად აიხდენთ ყველაფერს.

 

  1. და ბოლოს: არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა, სამწუხაროდ, იშვიათი თვისება ადამიანებში მადლიერებაა. არასდროს გამოგრჩეთ მადლობის თქმა, თუნდაც უმნიშვნელო მოვლენაზეც კი. წარმატებები“.

 

 

big_banner
არქივი