logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება
- +

27 ივნისი. 2021. 01:23

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის სხვადასხვა შტამების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელს აქვეყნებს.

 

 

 

მისი თქმით, ინდური შტამის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით იმ ქვეყნებიდან ტურისტების მიღება უნდა აიკრძალოს, სადაც აღნიშნული შტამი ფართოდ გავრცელებულია.

 

 

 

ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით სიკვდილიანობის (CFR) მაჩვენებელი შტამების მიხედვით ესე გამოიყურება:

 

ალფა (ბრიტანული) 2%

 

ბეტა (სამხრეთ აფრიკული) 1.5%

 

დელტა (ინდური) 0.3%

 

ერთი შეხედვით სასიხარულო ინფორმაციაა დელტა ვარიანტის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთში მოზრდილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია. ახლა ინფექცია ძირითადად ახალგაზრდებში ცირკულირებს. სამწუხაროდ არავაქცინირებულ ერებში მაგალითად რუსეთში, ინდოეთში ეს მონაცემი კარდინალურად განსხვავდება.

 

გერმანიამ დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალა რუსეთიდან ტურისტების მიღება. იმედია ჩვენც არ დავაგვიანებთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

right_banner big_banner
არქივი