logo_geo
ირმა ინაშვილი: რა საუკეთესოდ აქვს ათვისებული საბჭოთა უშიშროების სკოლის მეთოდოლოგია...
- +

2 ივლისი. 2021. 16:58

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ელენე ხოშტარიას მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„წეღან ვუსმენდი. შთამომავლობით КГБ-ს აგენტი ელენე ხოშტარია მე ქვეყნის საფრთხედ მაცხადებს და თავს იწონებს:

 

 - აი, ხომ არ მივდივარ და ხომ არ ვესვრი ქვებს ინაშვილის პარტიის აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად ხომ არ ვეხებიო. თან, 5 ივლისის მარშის კონტექსტში ლაპარაკობს და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა საუკეთესოდ აქვს ათვისებული საბჭოთა უშიშროების სკოლის მეთოდოლოგია, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილი თემების განზრახ მიბმას  გულისხმობს.

 

КГБ- ს ამ ერთგულ კადრს ვინმემ გადასცეს: როდის იყო, რომ ქვებით გამოვეკიდე. მართლა მეცინება...  მიწიდან ქვის აღებაზეც კი არ დავხარჯავ მისთვის ენერგიას. სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი  საქმეებისთვის მჭირდება.

 

 ქვების რა გითხრათ და... ხოშტარიას მთელი პოლიტიკური გუნდი სადაც იყო გასაგზავნი, კი იცით, მაგრამ...

 

ხოშტარიას ამ კომენტარზე ჩემი მეგობრის ძაღლის ისტორია მახსენდება. აქვე, ვერაზე, ჩემი მეგობრის უზარმაზარ ნაგაზს მუდმივად უყეფდა და ერჩოდა მეზობლის პუდელი. გაივლიდა ჩემი მეგობრის ძაღლი, შეხედავდა გაკაპასებულ პუდელს და... მშვიდად, ყოველგვარი შეტევის გარეშე, ფეხს აწევდა და მიაფ....და.  გაიარე, რა, ქალბატონო ხოშტარია, შენს წონით კატეგორიაში იჭიდავე.

 

P.S. დღეს ტამიშის ბრძოლის დღეა. 30 წელი გავიდა ამ ტრაგიკული, უმძიმესი დღიდან. მე რომ ტამიშზე დუშეთის გმირულად დაცემულ ბატალიონს ვტიროდი, ხოშტარია მოსკოვის რომელ ინსტიტუტში სწავლობდა, ეტყობა, ხშირად უნდა გაახსენონ,“ - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი