logo_geo
თამარ ივერს დედა გარდაეცვალა
- +

3 ივლისი. 2021. 18:53

 

საოპერო მომღერალ თამარ ივერს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ოჯახის წევრები ამბავს უმალავდნენ, თუმცა მან შემთხვევით გაიგო დაკრძალვის შესახებ დეტალები საკუთარი კონცერტის წინ.

 

„დედა!!!!! ძალიან ცუდად ვარ!!! რატომ დამტოვე ასე "მუხთლად" ასეთ მომენტში??? მკვდარი ვარ!!! თურმე აქამდე მიმალავდა მეუღლე,მაგრამ შემთხვევით მოვისმინე მისი "კონსპირაციული საუბარი" დაკრძალვის დეტალებზე. ავსტრიაში,კონცერტის დღეს!!!!! და ამ ამბის გაგების მერე....უნდა გავიდე და ვიმღერო!!!!!!! არ მოგესმათ ხალხნოო.....ვიიი მღეეეე როოოო!!!!! რომ არ ჩავაგდო კონცერტი! საკუთარი თავი მეზიზღება ამ სიტუაციაში,ვხედავ რომ ცხოვრება მორიგ სასტიკ გამოცდას მიწყობს ნერვების ომით,მაგრამ ეს გამოცდა ისე უნდა გადავლახო,როგორც ისევ ჩემს დედას გაეხარდებოდა და მუდამ მირჩევდა:"შვილო,დედამიწის ზურგზე არაფრის გამო არ გაიფუჭო შენი საქმე !"

არ ვიცი რას როგორ გავაფუჭებ,უცაბედად სხეულის ნაწილი მომეკვეთა!!! აქამდე ისევ პატარა გოგო ვყოფილვარ. ძალიან ცუდად ვარ......ვერ ვაზროვნებ.....

 

ღმერთო მაპატიე და შემიწყალე მე ცოდვილი", - წერს თამარ ივერი.

 

big_banner
არქივი