logo_geo
ქეთი დოლიძე: პროვინციალიზმი უკიდეგანო! ვინ საიდან მოდის და მიდის, უკვე არავინ იცის!
- +

5 ივლისი. 2021. 21:58

 

დღეს, აქციის მონაწილეები თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე ქეთი დოლიძის შვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჟისორი თავად ადასტურებს.

 

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს ღმერთთან არაფერი აქვთ საერთო და მისი სახელით მანიპულირებენ.

 

“ჩემი შვილიშვილი მოდიოდა ჩემთან, სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობაა, ლუკასა და ორ მის მეგობარს, აი, ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი, ამას ვამბობ, პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის, უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება!

 

საით მიდიხართ, ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ?

 

ასე იცავთ “ქართველობას”?

 

რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინც მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!”, – წერს ქეთი დოლიძე.

 

 

 

big_banner
არქივი