logo_geo
გოგა ჩანადირი: ეკლესიას საეჭვო პირები მიეტმასნენ და სახელს უტეხენ
- +

9 ივლისი. 2021. 20:17

 

ფოტოგრაფი და ხელოვნების მუშაკი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი განმარტებით, ეკლესია დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

 

„დიახ, დღეს ქართულ ეკლესიაში არის პრობლემები. დიახ, ეკლესიას საეჭვო პირები მიეტმასნენ და ამოეფარნენ და მას სახელს უტეხენ. დიახ, პატრიარქი ფიზიკურად დასუსტდა და რაღაცები მის გარეშე კეთდება. დიახ, ქართულ ეკლესიას რეფორმები და ლაქების მოშორება სჭირდება, მაგრამ მას არ სჭირდება ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა. მას არ სჭირდება ჩასაფრებული პოზიციით ლაპარაკი, ქვის სროლა და იქედნურობა.

 

ქართული ეკლესია არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი აღორძინების, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი ენისა და დამწერლობის, ჩვენი მომავლის სახე. და თუ ეს ყველაფერი შენთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მას არ უნდა ებრძოლო, მას არ უნდა ლანძღავდე, მას არ უნდა მტრობდე, მას არ უნდა უსაფრდებოდე, მას არ უნდა აკნინებდე. გონივრულად, გულშემატკივრულად, სამართლიანად შენც გახდი ჩვენი სახის, ჩვენი თვითმყოფადობის მზრუნველიც, გამომსწორებელიც, მომფრთხილებელიც. ერი ბერს თუ დაშორდა, მისი სხეულიც დაშორდება სულს", - წერს გოგა ჩანადირი.

 

big_banner
არქივი