logo_geo
გივიკო დიდია: განადგურებული ვარ, მთელი დღე საავადმყოფოში გავატარე
- +

9 ივლისი. 2021. 23:09

 

ყველასათვის საყვარელი გურული ბებო, ნათი საავადმყოფოში არის მოთავსებული, ამის შესახებ ინფორმაციას შვილიშვილი გივიკო დიდია ავრცელებს.

 

როგორც გივიკო წერს, ნათის ბარძაყის ყელის მოტეხილობა აქვს და ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ.

 

„განადგურებული ვარ, მთელი დღე საავადმყოფოში გავატარე ნათიმ საყიდლებზე გამიშვა და სანამ შენ მოხვალ თევზს შეგიწვავო.

 

სახლში დაბრუნებულს ეზოში დამხვდა წაქცეული, მოვკვდი რომ დავინახე. ბარძაყის ყელის მოტეხილობა აქვს ჩემს გოგოს. ხვალ ოპერაციას იკეთებს და ღვთის წყალობით ამ სიმწარესაც გადავრჩებით

 

პ.ს გვიყვარხართ და არაფერი არ გინდოდეთ თქვენი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის გარდა,“- წერს გივიკო დიდია.

 

right_banner big_banner
არქივი