ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ვაჰ - ეს რა მოვისმინე, პარლამენტის წინ ჯვარი რამდენ ხანს უნდა იდგესო, მიკროფონიანი ტიპები კითხვას სვამენ.
ჯერ არ გაუპროტესტებიათ, ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები რატომ ჩამოაბრძანესო?!
მართლა ჭინკები ხართ, კაცო?! ისე - ჭინკებთან უკაცრავად კი ვარ, იმათ რუხი ნივთიერება უჭაჭყარებთ შიგადაშიგ“, - წერს ნინო ხაჩიძე.