logo_geo
გიორგი ფხაკაძე: იმოქმედეთ!
- +

15 ივლისი. 2021. 17:45

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ე.წ დელტა შტამი ბავშვებისათვის განსაკუთრებით საშიშია და ქვეყანამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, მათ შორის, უკვე უნდა დაწყებულიყო სუნთქვის აპარატების მომარაგება.

 

„ვაქცინის ბუსტერი არის გარდაუვალი. ამას უკვე რამდენი ხანია ვამბობ. ჯერ უარყოფა, მერე მსჯელობა, და მერე გამოიღვიძეთ… ამასობაში იკარგება დრო. იკარგება ჩვენი სიცოცხლეები. არაპროფესიონალიზმი კლავს.

 

ამ კვირის ბოლომდე (2 დღეში) მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რომელი?! აიღეთ მაგალითი ან სინგაპურიდან (ყველაზე კარგი მაგალითი რაც არის ახლა), ან ბაჰრეინიდან, ან ტაილანდიდან.

 

იმოქმედეთ (საბჭოების და კომიტეტების საყურადღებოდ), ვინ მსჯელობს ამ საკითხებზე... თქვენ იცით?!“ - წერს გიორგი ფხაკაძე.

 

right_banner big_banner
არქივი