logo_geo
17 ივლისი კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების დღეა
- +

17 ივლისი. 2021. 13:51

 

ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში მამის დაკრძალვას იხსენევს და წერს:

 

1975 წლის 17 ივლისი - კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალება.

მისი დაკრძალვა ასე აღწერა მერაბ კოსტავამ:

„ცივად, როგორც სჩვევია, უექსტაზოდ წამოიწყო პროცესია ოფიციოზმა, მაგრამ აღარ დასცალდა თვალთმაქცობა. მეცნემ იმისა, რომ დიდ მწერალს არასოდეს მიუყიდია სული ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და ვაჟკაცურად გამოვლო სულთახდისა და საქართველოს პატივაყრის უმძიმესი პერიოდი... ხალხმა გამოსტაცა ოფიციოზს სადავეები პროცესიის მდინარებისა, ხელში აიტაცა კუბო და იმავდროს დასჭექეს კიდეც ქაშვეთის ზარებმა. ნიშივით გაიჭრა ეს ხმა თბილისის ქუჩებში. ხალხის სურვილს თითქოს განგებამ შეუერთაო თავისი ხმა. გაოგნება დაეუფლათ დამკრძალავი კომისიის წევრებს. ისინი თითქმის პანიკამ მოიცვა. ერთი შიში კლავდათ მხოლოდ, დაკრძალვა დემონსტრაციაში არ გადაზრდილიყო.

მთაწმინდის პანთეონისკენ როდი გაემართა პროცესია, არამედ რუსთაველის გამზირისა და ვერისუბნის გავლით კოლხური კოშკისკენ. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში დემონსტრაციულად განუცხადა უარი მთავრობას, მთაწმინდის პანთეონზე: „იქ რა მინდა, სადაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორი  ფილიპე მახარაძე მარხიაო.“... ქართველი ხალხის სიყვარულმა გააპატიოსნა მისი ცხედარი. სიყვარულმა, რომელიც მწერალთა და მოღვაწეთა სიდიადის ერთადერთი უცდომელი ბარომეტრია. ამიტომაც, ცხრათავიანმა ჰიდრამ ვერც მიჩქმალა, ვერც მიისაკუთრა მისი სახელი.“

 

big_banner
არქივი