ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია, კოლეგის, ეკა ეგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერს:
„როცა ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვიწყებდი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გვერდში დამიდგა და დამეხმარა.
წლები ერთად ვიმუშავეთ ტელევიზიაშიც და რადიოშიც.
ვიცოდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობდი, ყოველთვის ძლიერი იყო და ახლაც გადარჩება-მეთქი, მაგრამ შევცდი.
მადლობა შენ, ეკა ეგაძე, და ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, - წერს გოდერძი შარაშია.