logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, დღეში, სიკვდილობა არა 20, არამედ ერთი ან ორი იქნება
- +

19 ივლისი. 2021. 19:11

 

 

„დიდ ბრიტანეთში კოვიდის საშუალო დღიური მაჩვენებელი 50 ათასია ანუ დაახლოებით იმდენი რამდენიც იყო 2021 წლის ზამთარში, მესამე ტალღის დროს. მაშინ დღეში უკვდებოდათ 1000 ადამიანი, დღეს იგივე რაოდენობის ავადობის დროს სიკვდილობა 50-ს არ აღემატება“, - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩვენ თუ ავცრით ჩვენი მოსახლეობის 70%-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, დღიური შემთხვევების რაოდენობა იყოს 1500-2000-ც კი, მაგრამ სიკვდილობა იქნება არა 20 ადამიანი, არამედ 1 ან 2 ადამიანი დღეში. ეს არის ვაქცინაციის ძალა! აიცერი და მიიღე მონაწილეობა პანდემიის დასრულებაში“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი და ბრიტანეთის გრაფიკულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

 

 

big_banner
არქივი