logo_geo
ნინო გიორგობიანი: ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!
- +

23 ივლისი. 2021. 20:23

 

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი.  კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად  კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები- 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!”, - წერს გიორგობიანი.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი